"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი შემტევი ნახვარმცველი ხუან მატა, "მანჩესტერული" კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელის მომავალზე მისი სათამაშო დროის უქონლობაც მეტყველებს, მატა დიდი ხანია გუნდის სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება.
პრესის ფურცლები აქამდე მის გვარს, ყველაზე ხშირად კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა ასპარეზზე მადრიდული გუნდიც გამოჩნდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ხუან მატას შესაძენად იბრძოლებს. იუწყბა Sport.es.
30 წლის ესპანელის კონტრაქტი აქამდე არ გახანგრძლივბულა. ხელშეკრულების ვადა კი სწორედ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის ვადებს ემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მატა ტრანსფერის შემთხვევაში "ატლეტიკოს" უფასოდ შეუერთდება.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხუანმა "იუნაიტედის" მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ აქტივს კი 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.