თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2019, 21:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1754,
კომენტარები: 7
პოლ მერსონის პროგნოზი
პრემიერ ლიგის 36-ე ტური.
პოლ მერსონის პროგნოზი
კვირას "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს. "წითლებს" ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. გულშემატკივარს დაძაბული თამაში ელის, რადგან დასრულებული და გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერი არ არის. პოლ მერსონის აზრით, "ეშმაკები" მეტოქის დამარცხებას შეძლებენ.

"ვფიქრობ, რომ ამ მატჩს "იუნაიტედი" მოიგებს. მარკუსი მეტისმეტი პრობლემაა "ჩელსის" დაცვის ხაზისთვის. თუ აზარი არ გაიბრწყინებს, მაშინ სტუმრები საერთოდ ვერაფერს შეძლებენ. "იუნაიტედს" კი მისი დადუმება მართლა შეუძლია."

"კანტე ტრავმირებულია, თუ ის თამაშს მოახერხებს, შესაძლოა, რომ საკმარისი ენერგია იპოვონ, თუმცა "იუნაიტედი" ახლა უკეთეს ფორმაშია. ვერ ვხედავ ვინ შეძლებს მასპინძლებისთვის შესაფერისი წინააღმდეგობის გაწევას."

"ყველაფერს რეშფორდი გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ დავიდ ლუიზისა და კრისტენსენისთვის ის უბრალოდ მეტისმეტად კარგია."

პოლ მერსონის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ჩელსი".


წყარო: SkySports
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
26 აპრილი 2019 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ჩელსი არარის გამტანი, მაქსიმუმ აზარმა რაღაც მოიფიქროს და სოლო გოლი შეგვიგდოს ჩვენი დაცვის ფონზე, თორე ამ ფორმაში მყოფი ჩელსი წესით ვერ გაიტანს, ჩვენც ძაან დიდი ხანია არ გაგვიტანია და დაგეშილები არიან ფეხბურთელები.

და თუ ამ ჩელსის ვერ მოვუგეთ, უბრალოდ დავივიწყოთ ეს სეზონი
0
№2
ავტორი: 100%Red
26 აპრილი 2019 21:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
თფ თფ თფ თვალი არ ეცეთ
ხო ახლა ოდესღაც უნდა დაიწყონ თამაში ამდენი წაგების მერე თან არც ჩელსია სასწაულ ფორმაში, სიტისთანაც რო გამოვიდნენ პირველი ტაიმი კარგი იყო ეტყობოდა ოლემ რო შეუფუცხუნა, მეტი ამ სასტავს ფიზიკურად არ შეუძლია და რა ქნას მწვრთნელმა?? ლინგარდს ცარიელ კარში ბურთი ვერ გაქონდეს არარი ამის ბრალი.
კაროჩე ოთხეულის იმედი არ მაქ სიმართლე რო ვთქვა მარა იმედია 3ივე თამაშს მოიგებენ და სეზონს წესიერად მაინც ჩაამთავრებენ)) აი იქედა წლიდან თუ სწორი ტრანსფერები გაკეთდა მერე უკვე ოლეს სინდისზე იქნება ყველაფერიიი და იმედია გაგვიმართლებს იმედებს.
0
№3
ავტორი: ikeoni
26 აპრილი 2019 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Am tamashs movigebt
0
№4
ავტორი: giorgi_mg
26 აპრილი 2019 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რეშფორდს ეს არ წააკითხოთ თორე პიზდეც... ციდან ვეღარ დაეშვება
0
№5
ავტორი: stepno
27 აპრილი 2019 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩელსის დიდი ანგარიშით მოუგებენ ესე მგონია 3:0 4:1 დრო მოვიდა მანცესტერი მოგების და დარწმუნებული ვარ დარჩენილ 3 თამაშში 3 ბურთზე ნაკლებს არცერთი არ გაიტანენ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2019 02:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ თამაშის ვერ მოგება უკვე კატასტროფაა
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
27 აპრილი 2019 02:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რატომღაც მგონია რომ მოვიგებთ,მაგრამ მერსონმა თქვა აზარი თუ რამეს მოიფიქრებსო და მთლაც მასე არაა საქმე.ბოლო თამაშებში ბევრი ვნახეთ ხან ჩვენმა დაცვამ და ხან ჩვენმა მეკარემ მოიფიქრეს გენიალურად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top