თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2019, 13:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1501,
კომენტარები: 5
პოგბა პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ერთადერთი "წითელი ეშმაკი" პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდში.
პოგბა პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ფრანგი ერთდარეთი ფეხბურთელია, რომელიც "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" არ წარმოადგენს. დანარჩენი ათი ფეხბურთელი ზემოთ ხსენებული გუნდებითაა დაკომპლექტებული.

პოგბამ ლიგაში 13 გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ ნახევარმცველს არ აქვს ამდენი გოლი გატანილი მეტოქის კარში.

ნახევარმცველის ანგარიშზე უხვი გოლების გარდა, ცხრა საგოლე პასიცაა. სეზონის განმავლობაში კი მხოლოდ სამი მატჩი აქვს გამოტოვებული.

26 წლის ფრანგისთვის პირველი შემთხვევაა, როცა პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდშ მოხვდა. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ის ერთადერთია, რომელმაც გუნდში ადგილი დაიკავა. დანარჩენი პოზიციები კი "მანჩესტერ სიტის" ექვსმა და "ლივერპულის" ოთხმა ფეხბურთელმა დაიკავა.

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის წლის სიმბოლური გუნდი:

პოგბა პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Saertod ar gamkvirvebia❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2019 19:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი სტატისტიკა აქ კი იმსახურებდა
0
№3
ავტორი: LASHQARA
25 აპრილი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეჰ რა დღეში ვართ რეები გვიხარია ერთი კაცია სიმბოლურში, ფუ ამას ვინ იფიქრებდა ფერგის დროს... winked am
0
№4
ავტორი: JuanMata
26 აპრილი 2019 13:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჰო, ჰქონდა კარგი მონაკვეთები, მაგრამ მაინც ძაან არასტაბილურია, ოლეს მოსვლიდან რამდენიმე მატჩი ისე ჩაატარა, ალბათ პრემიერ ლიგის კი არა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველადაც დაასახელებდა კაცი, მაგრამ მერე დაიწყო თავისებურად.
0
№5
ავტორი: kobinio
26 აპრილი 2019 13:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პირველ რიგში პოგბაა გასაშვები გუნდიდან და მერე ყველა ნაყარნუყარი ხალხი.პოგბასნაირი ნაძირლები უქვეითებენ გუნდს პოტენციალს.სულ წასვლა უნდა და წავიდეს მაგის დედასაც ცენზურა ოლემ. ფეხბურთელი რომელიც პირობებს უყენებს გუნდს ის მანჩესტერელი არაა. როგორც კი ზიდანი მოვიდა რეალში ეგრევე დაიწყო თამაშები არევა და დააკვირდით როგორ დასეირნობს მოედანზე,ყველაფერი ზოდანის მერე ხდება და მანამდე გოლს გოლზე იყანდა ეს ცენზურაშვილი.წასვლა უნდა ორი აზრი არაა და გააჯმეინონ.მასეთ თამაშს მირჩევნია მაკტომენი იყოს კი მაინც იცი რო გულითაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top