თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2019, 13:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1362,
კომენტარები: 4
"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედისავით" უნდა ვითამაშოთ"
მარკუს რეშფორდი მატჩის შემდეგ.
მარკუს რეშფორდის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულისთვის ბრძოლაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს თამაში ისე, როგორც კლუბის ტრადიციებს შეეფერება.

"წითლები" მეზობლებმა საკუთარ სტადიონზე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს, რის შემდეგაც "იუნაიტედისთვის" ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შემცირდა.

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედივით" არ ვთამაშობდით და ეს სწორი არ არის. მინიმუმი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავოთ, რათა ამ კლუბს, გულშემატკივრებს, ფანებს, შესაბამისი პატივი ვცეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთარ თავსაც სცე პატივი და გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან ძალიან რთული გზა გამოვიარეთ აქ მოსასვლელად და ახლა დანებების დრო არ არის."

"რამდენიმე თვის წინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ პოზიციაზე ვიქნებოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული და, რა თქმა უნდა, ყოველი მარცხი ჩვენთვის იემდგაცრუებაა. ბოლო რამდენიმე კვირა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო, მაგრამ ვიცით, რა შეგვეშალა, ვიცით, რა არის ჩვენი პრობლემა და უბრალოდ საკმარისზე მეტი უნდა ვიმუშავოთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ."

"ჩვენ ეს თამაში წავაგეთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მატჩი. დაივიწყეთ ლიგა, დაივიწყეთ ოთხეული, ეს ის თამაშია, რომელსაც არ უნდა აგებდე. თუმცა დღეს ჩვენთან მოვიდნენ და დაგვამარცხეს და ჩემთვის ეს ძალიან იმედგამაცრუებელია."

"დაივიწყეთ ლიგა, დაივიწყეთ ოთხეული... ესეც რომ არ იყოს სასწორზე, ჩვენ მაინც გვმართებს საკუთარ თავებთან რომ ვითამაშოთ ისე, როგორც შეფერის "მანჩესტერ იუნაიტედს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
25 აპრილი 2019 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დარჩი რეშ დარჩი, ფინიშერობა სწავლებადია და დანარჩენი კი გაქ ყველაფერი
4
№2
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2019 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze swori ibazra
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2019 19:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოლიტიკურ განცხადებებს რატო გავს ამ ბოლო დროს ამათი ინტერვიუები?! :))
0
№4
ავტორი: kobinio
26 აპრილი 2019 14:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სოლსკიაერი დააყენებს გუნდს და ამას დრო ჭორდება,ფერგუნსონსაც გარკვეული დრო დაჭირდა იმისათვის რომ გუნდი დამსგავსებოდა გუნდს არ დაგავიწყდეთ. ოლეს შეუძლია კაი გუნდის შეკრება და მე მჯერა მისი.უბრალოს ნაძირლები უნდა გაყიდონ.მოიშორონ ფულის გულისთვის მოსული ხალხი. ყველაზე კაი ისაა რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა ოლემ და ამ მიმართულებით უკვე მოგებულია.პოგბა და მისნაირი კახპები შორს იუნაიტედისგან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top