მარკუს რეშფორდის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულისთვის ბრძოლაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს და დაიწყოს თამაში ისე, როგორც კლუბის ტრადიციებს შეეფერება.
"წითლები" მეზობლებმა საკუთარ სტადიონზე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს, რის შემდეგაც "იუნაიტედისთვის" ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შემცირდა.
"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედივით" არ ვთამაშობდით და ეს სწორი არ არის. მინიმუმი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავოთ, რათა ამ კლუბს, გულშემატკივრებს, ფანებს, შესაბამისი პატივი ვცეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთარ თავსაც სცე პატივი და გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან ძალიან რთული გზა გამოვიარეთ აქ მოსასვლელად და ახლა დანებების დრო არ არის."
"რამდენიმე თვის წინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ პოზიციაზე ვიქნებოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული და, რა თქმა უნდა, ყოველი მარცხი ჩვენთვის იემდგაცრუებაა. ბოლო რამდენიმე კვირა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო, მაგრამ ვიცით, რა შეგვეშალა, ვიცით, რა არის ჩვენი პრობლემა და უბრალოდ საკმარისზე მეტი უნდა ვიმუშავოთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ."
"ჩვენ ეს თამაში წავაგეთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მატჩი. დაივიწყეთ ლიგა, დაივიწყეთ ოთხეული, ეს ის თამაშია, რომელსაც არ უნდა აგებდე. თუმცა დღეს ჩვენთან მოვიდნენ და დაგვამარცხეს და ჩემთვის ეს ძალიან იმედგამაცრუებელია."
"დაივიწყეთ ლიგა, დაივიწყეთ ოთხეული... ესეც რომ არ იყოს სასწორზე, ჩვენ მაინც გვმართებს საკუთარ თავებთან რომ ვითამაშოთ ისე, როგორც შეფერის "მანჩესტერ იუნაიტედს."