ოლე გუნარ სოლსკიარმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ნამდვილი სახე დღეს საღამოს უნდა გამოავლინოს. "დღევანდელი მანჩესტერული დერბი ყველაზე კარგი საშუალებაა "ევერტონთან" მარცხის შემდეგ დასაბრუნებლად. ჩვენ საკუთარ თავს იმედები გავუცრუეთ. პირველივე წუთიდან ჩვენი გულშემტკივრები გვიმღეროდნენ და ბოლო წამამდე არ გაჩერებულან. ბოლო წუთამდე კი არა, მატჩის შემდეგაც მღეროდნენ. ისინი ერთად იყვნენ, გუნდის გვერდში და "მანჩესტერ იუნატედის" ნამდვილი სახეც გამოავლინეს. ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ ყოველი მატჩის შემდეგ."
"დეკემბერში მოსვლის დღიდანვე ბიჭები საოცარ ძალისხმევას იჩენენ. ყველა ცდილობს, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. მათი დამსახურებაა, რომ აქ ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ყველას დაანახეს თავიანთი შესაძლებლობები და დაგვანახეს, რომ ყველას დამარცზება შეუძლიათ. მთავარია, რომ ჩვენი თავი ვიყოთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენოთ."
"ოთხი მატჩი დაგვრჩა და თუ ოთხივეს მოგებას მოვახერხებთ ოთხეულშიც მოვხვდებით. თითოეული მოგება უნდა დავიმსახუროთ. ყველაფერი, რასაც იღებ უნდა დაიმსახურო."