თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2019, 21:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1413,
კომენტარები: 3
"ამ ბიჭებმა დაგვანახეს, რომ ყველას დამარცხება შეუძლიათ"
ოლე გუნარის ჩანაწერები "სიტისთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიარმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ნამდვილი სახე დღეს საღამოს უნდა გამოავლინოს.

"დღევანდელი მანჩესტერული დერბი ყველაზე კარგი საშუალებაა "ევერტონთან" მარცხის შემდეგ დასაბრუნებლად. ჩვენ საკუთარ თავს იმედები გავუცრუეთ. პირველივე წუთიდან ჩვენი გულშემტკივრები გვიმღეროდნენ და ბოლო წამამდე არ გაჩერებულან. ბოლო წუთამდე კი არა, მატჩის შემდეგაც მღეროდნენ. ისინი ერთად იყვნენ, გუნდის გვერდში და "მანჩესტერ იუნატედის" ნამდვილი სახეც გამოავლინეს. ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ ყოველი მატჩის შემდეგ."

"დეკემბერში მოსვლის დღიდანვე ბიჭები საოცარ ძალისხმევას იჩენენ. ყველა ცდილობს, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. მათი დამსახურებაა, რომ აქ ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ყველას დაანახეს თავიანთი შესაძლებლობები და დაგვანახეს, რომ ყველას დამარცზება შეუძლიათ. მთავარია, რომ ჩვენი თავი ვიყოთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენოთ."

"ოთხი მატჩი დაგვრჩა და თუ ოთხივეს მოგებას მოვახერხებთ ოთხეულშიც მოვხვდებით. თითოეული მოგება უნდა დავიმსახუროთ. ყველაფერი, რასაც იღებ უნდა დაიმსახურო."



წყარო: M.E.N.
მატჩის წინ
3 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
24 აპრილი 2019 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გუნდში სადაც მოთამაშეები წასვლაზე ფიქრობენ, ვერასდროს ის გუნდი დიდ შედეგს ვერ დადებს, ყველა ვისაც წასვლა უნდა წავიდეს და შემდეგ შეიძლება რამეზე ფიქრი.

წარმატებები ჩვენ am love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2019 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვერბალური განწყობა იცოცხლეო კი აქვთ wink
0
№3
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2019 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Bevri rame gamochndeba dges
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top