"იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა 20-კაციანი შემადგენლობა კლუბის ყოფილ სავარჯიშო ბაზაზე, "კლიფზე" წაიყვანა.
ვარჯიშის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელები ჯგუფებად გაიყვნენ და მაიკ ფელანი მათთან სათითაოდ მიდიოდა და მატჩის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა. მწრთვნელის ასისტენტმა გუნდის ცუდი მომზადებაც განიხილა. "იუნაიტედი" ბოლო რვა მატჩიდან ექვს მატჩში დამარცხდა.
როგორც გაირკვა, სოლსკიაერი ინდივიდუალურად სკოტ მაკტომინეის გაესაუბრა, რომელსაც დღეს "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად ვიხილავთ. როგორც "MEN" იტყობინება ფილ ჯონსი ტრავმირებულია, მაგრამ "იუნაიტედს" ლუკ შოუ უბრუნდება.
სამშაბათს სოლსკიაერმა განაცხადა, რომ "იუნაიტედს" სავარჯიშოდ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ნორვეგიელმა ვარჯიშები ლეგენდარულ კომპლექსზე ჩაატარა.