რეშფორდმა "იუნაიტედის" აკადემიაში თამაში ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში დაიწყო და დღევანდელი დერბის მნიშვნელობა კარგად აქვს გააზრებული.
"იუნაიტედი" "სიტის" წინააღმდეგ და "იუნაიტედი" "ლივერპულის" წინააღმდეგ ყველა გულშემატკივრისა და ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია."
"თუმცა, როგორც ფეხბურთელი ამ მატჩებს სხვანაირად უდგები. უნდა გაითავისო, რომ ყველა მატჩი სამი ქულაა და ამ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე "ევერტონია", "ჩელსი" თუ "სიტი". ამ შემთხვევაში ყველა მატჩს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორსაც "ლივერპულის" წინააღმდეგ. მხოლოდ ემოციებია განსხვავებული."
"სტრეტფორდ ენდიდან" დერბის ორჯერ ვუყურე. მახსოვს, რომ პირველად ექვსი წლის ვიყავი, მგონი 2003 წელი იყო. ატმოსფერო საოცარი იყო."
"ზუსტად იმ ადგილზე ვიჯექი ისევ, როცა რუნიმ "მაკრატელა" გაიტანა. ეს დაუჯერებელი და დაუვიწყარი მომენტია. მომენტი, რომელიც მთელი წელი ჩემთან ერთად იცხოვებს."
"ვიცი, რომ გულშემატკივრები ამ თამაშთან ემოციურად არიან დაკავშირებულნი, ისევე როგორც ჩვენ და უბრალოდ მინდა, რომ ჩვენი თამაშითა და სამი ქულით გადავუხადოთ მადლობა ამხელა გულშემატკივრისთვის."