თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2019, 18:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2076,
კომენტარები: 3
"იუნაიტედისგან" პასუხს დერბიში ველი"
ჯეიმს მილნერი მანჩესტერული დერბის შესახებ.
დღევანდელი მატჩი არა მხოლოდ მანჩესტერული გუნდებისთვის, არამედ "ლივერპულისთვისაც" მნიშვნელოვანია. დიდი შანსით, პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებას დღევანდელი მატჩი გადაწყვეტს.

მილნერის განცხადებით, ის "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისთვის თვალის მიდევნებას არ აპირებს:

"ამ მატჩს არ ვუყურებ. რა თქმა უნდა, შედეგებს ვნახავ, რადგან ამ შედეგბს ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია."

"მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი ისტორიის საუკეთესო პერიოდი არ აქვს, მაგრამ "ევერტონთან" მიღებული შედეგის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის პასუხის გაცემა მოუნდებათ."

"საინტერესო მატჩი იქნება, მაგრამ ყურებას არ ვაპირებ. დღეს საქველმოქმედო საღამოსთვის შეხვედრა მაქვს და ამით ვიქნები დაკავებული. თუმცა მიმდინარე მოვლენებს შევამოწმებ ხოლმე."

"თუ ტელეფონზე შეტყობინებებს არ მივიღებ, მივხვდები, რომ თამაშს "სიტი" იგებს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამ თამაშს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ."

"ფეხბურთის გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ისეთი დიდებული კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" "ევერტონთან" ოთხი ბურთით მარცხდება, ელოდები, რომ ამაზე პასუხი სწორედ დერბიში უნდა გასცენ."

"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საოცარი მატჩი გველის წინ. მანჩესტერული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და მე აღმოვჩნდი იმდენად იღბლიანი, რომ რამდენიმე მათგანში მონაწილეობა მიმეღო."


წყარო: SkySports
მატჩის წინ
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2019 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეს **** ნახე რაა wink
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2019 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა ნამიოკებს არტყამს :))
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
24 აპრილი 2019 22:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მილნერ შენ კი არა მეც კი ვფიქრობ ვუყურო თუ არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top