პეპ გვარდიოლამ ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარზე ისაუბრა. გვარდიოლას შეგირდებს გამარჯვება სჭირდებათ, რათა "ლივერპულთან" ორი ქულის სხვაობა შეინარჩუნონ და პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვონ. "იუნაიტედი" კი ოთხეულისთვის იბრძვის.
სოლსკიაერმა სამშაბათს განაცხადა, რომ "იუნაიტედი" აგრესიისთვის მზად უნდა იყოს, რადგან ისინი ბურთის მოსაპოვებლად ფეხბურთელების კოჭების, ქუსლებისა და მუხლების დაზიანებას არ მოერიდებიან. როცა გვარდიოლას ამ კომენტარის შესახებ ჰკითხეს, ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა:
"ეს მართლა თქვა? საშუალოდ, ბურთის ფლობა 75% გვაქვს და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? 10 სეზონია მწრთვნელი ვარ და ასეთი განწყობით თამაშისთვის არასდროს მოვმზადებულვარ. ჰკითხეთ ფეხბურთელებს რომლებიც მყავდნენ "ბარსელონაში", "ბაიერნში" და აქ."
"მე უფრო სხვა რამეები მაწუხებს. ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ერთადერთი, რაც გვწყურია გამარჯვებაა. ხვალ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ."
"არ მომწონს ეს. ჩვენი გუნდი ასე არ არის აშენებული და ამისთვის საერთოდ არ აის შექმნილი. რა თქმა უნდა, კონტაქტი არის, ჯარიმები არის... სწორედ ამიტომ არსებობენ მსაჯები, იმისთვის რომ ყვითელი ან წითელი ბარათები მოიმარაგონ. მაგრამ ასე არასდროს, არასდროს ვემზადები."
დღეს დერბის სიმძაფრეს ისიც მატებს, რომ ორივე გუნდი რაღაცისთვის იბრძვის. "მანჩესტერ სიტი" წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩემპიონობის შანსს კარგავს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი - ოთხეულის.