თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2019, 17:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1551,
კომენტარები: 8
პეპ გვარდიოლას პასუხი ოლე გუნარს
პეპ გვარდიოლამ ოლე გუნარის კომენტარზე ისაუბრა.
პეპ გვარდიოლას პასუხი ოლე გუნარს
პეპ გვარდიოლამ ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარზე ისაუბრა. გვარდიოლას შეგირდებს გამარჯვება სჭირდებათ, რათა "ლივერპულთან" ორი ქულის სხვაობა შეინარჩუნონ და პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვონ. "იუნაიტედი" კი ოთხეულისთვის იბრძვის.

სოლსკიაერმა სამშაბათს განაცხადა, რომ "იუნაიტედი" აგრესიისთვის მზად უნდა იყოს, რადგან ისინი ბურთის მოსაპოვებლად ფეხბურთელების კოჭების, ქუსლებისა და მუხლების დაზიანებას არ მოერიდებიან. როცა გვარდიოლას ამ კომენტარის შესახებ ჰკითხეს, ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ეს მართლა თქვა? საშუალოდ, ბურთის ფლობა 75% გვაქვს და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? 10 სეზონია მწრთვნელი ვარ და ასეთი განწყობით თამაშისთვის არასდროს მოვმზადებულვარ. ჰკითხეთ ფეხბურთელებს რომლებიც მყავდნენ "ბარსელონაში", "ბაიერნში" და აქ."

"მე უფრო სხვა რამეები მაწუხებს. ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ერთადერთი, რაც გვწყურია გამარჯვებაა. ხვალ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ."

"არ მომწონს ეს. ჩვენი გუნდი ასე არ არის აშენებული და ამისთვის საერთოდ არ აის შექმნილი. რა თქმა უნდა, კონტაქტი არის, ჯარიმები არის... სწორედ ამიტომ არსებობენ მსაჯები, იმისთვის რომ ყვითელი ან წითელი ბარათები მოიმარაგონ. მაგრამ ასე არასდროს, არასდროს ვემზადები."


დღეს დერბის სიმძაფრეს ისიც მატებს, რომ ორივე გუნდი რაღაცისთვის იბრძვის. "მანჩესტერ სიტი" წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩემპიონობის შანსს კარგავს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი - ოთხეულის.


წყარო: SkySports
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
24 აპრილი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რატო მოჯვა ეგ სიბრძნე ოლემ მართლა ვერ ვხვდები, გვარდიოლას გუნდი უხეშობდეს მე არ მინახავს
0
№2
ავტორი: bziki
24 აპრილი 2019 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საერთოდ არ გავიდნენ მირჩევნი
რა ოთხეული.
აქ მოგება იუნაიტედის ფაანების და ისტორიის უპატივცემულობaa, ან რა მოგება მაქსიმუმი რაც შეუძლია ოლეს 0-0ზე თამაშია და თავიდან ბოლომდე იღბალს მინდობილი იქნებ ვინმეს გაუვარდეს
მართლა არავის გაუვარდეს ჯობია საერთოდ მესამე შემადგენლობა გავიდეს თუ თამაშის ჩატარება უნდათ
0
№3
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2019 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მოდი ***ი რა შენ
0
№4
ავტორი: GIOMU
24 აპრილი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვფიქრობ ოლეს იმის თქმა უნდოდა რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯონ ფეხბურთელები და შეჯახებებსაც არ უნდა მოერიდონ, და არა ის რომ სიტი დაჩეხვაზე წავა. მაგრამ ისე შეიცხადა გვარდიოლამ თითქოს არ ავალებდეს ფეხბურთელებს ფოლებს, როგორც კი ბურთს კარგავენ ამის ფეხბურთელები სწარფი შეტევა რომ არ განახორციელოს მოწინააღმდეგემ ეგრევე ფოლზე მიდიან, ხშირად ეს ფოლები ფერნანდინიოს საკმაოდ უხეში გამოსდის. როგორც ბუსკენც, გინდაც ადრე ამის დროს გინდაც ახლა. რაც შეეხება 75% ბურთის ფლობას, თითქმის არავითარ კავშირში არაა ფოლებთან, აგერ პალასთან რამოდენიმე ტურის წინ 70% ქონდა სიტის ბურთი მაგრამ 11 ჯერ დაარღვია წესი, პალასმა მხოლოდ 5.
0
№5
24 აპრილი 2019 18:31
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არა ნუ, გვარდიოლას გუნდის უხეშობა არც მე არ მინახავს. მე ვფიქრობ ოლემ უბრალოდ ის აღნიშნა, რომ ანუ სიტი გვარდიოლას ხელში ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს, ასე ათამაშებდა ეს კაცი ბაიერნსაც და ბარსასაც. ოლემ თქვა, რომ მეტოქის ბურთის გაგორებას არ ვუყურებთ და კონტრშეტევებზე არ გვექნება აქცენტიო, პირიქით, ბურთს გავაგორებთო. იუნაიტედი ბურთს თუ გააკონტროლებს, იასნია ამას სიტი ვერ შეეგუება, მიჩვეულები არიან ყველა თამაშში ამ კომპონენტში დომინირებას, ამ "არ შეგუებას" კი თავის მხრივ ჯარიმები მოყვება. ვფიქრობ, ოლემ ეს იგულისხმა უბრალოდ და არა ის რომ გვარდიოლა ზოგადად უხეშ ფეხბურთს ათამაშებს, როგორსაც მაგალითად მოურინიო ათამაშებდა.
0
№6
ავტორი: batumski123
24 აპრილი 2019 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
იმედია დღეს მაინც შემტევ ფეხბურთს ითამაშებს ოლე და არ ჩაჯდება უკან , ბოლო ბოლო უნდა გაითავისოს ოლემ რომ პრაგმატული
და დაცვითი ფეხბურთით მანჩესტერში ვერაფერს ვერ მიახწევს ეს გუნდი ყოველთვის იყო შემტევიიი და უნდა შევუტიოთ უბრალოდ უთხრას ფეხბურთელებს წადით შეუტიეთო ეთამაშეთ პრესსინგი აი ამიტო მიმაჩნია გუარდიოლა და კლოპი ერთ ერთ საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთის ისტორიაში მაგათი ცუდი თამაში მე არ მახსენდება ისევე როგორც აიქსის
0
№7
ავტორი: kobinio
24 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლივერპულზე ხომ არ გააკეთა მინიშნება და ამ ქინძებმა ვერ გაიგეს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2019 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პეპი მაგარი კაცია wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top