"წითელი ეშმაკების" შეთავაზება პარიზელებს.
ფრანგული "პსჟ"-ს მარჯვენა განაპირა მცველი ტომას მუნიე, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სიის ერთ-ერთი წევრი გახდა. "წითლები" 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ფრანგებს ზაფხულში შესაბამისი წინადადებით მიმართავენ. - იუწყება Independent.
ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ინგლისურ გრანდს, ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. როგორც ჩანს, როტაციისთვის "მანკუნიელთა" შტაბში, სასურველ კანდიდატად მუნიე დასახელდა.
აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველს კიერან ტრიპიერს და როი ჰოჯსონის ფეხბურთელს აარონ ვან-ბისაკასაც აკვირდება, მაგრამ არის ფაქტორი რომელიც მუნიეს შეძენას უფრო აადვილებს, ფეხბურთელს პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინგლისელები მარჯვენა მცველს უფასოდ გაიფორმებენ.
როგორც ირკვევა თავად ბელგიელის ინტერესებშიც ჯდება "ნისლიან ალბიონზე" ასპარეზობის სურვილი, გამომდინარე იქიდან, რომ ტომას ტუხელის გუნდში მისი სათამაშო დრო ძალიან მიზერულია.