თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2019, 15:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1435,
კომენტარები: 8
ბელგიელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" რადარზე
"წითელი ეშმაკების" შეთავაზება პარიზელებს.
ბელგიელი ფეხბურთელი
ფრანგული "პსჟ"-ს მარჯვენა განაპირა მცველი ტომას მუნიე, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სიის ერთ-ერთი წევრი გახდა. "წითლები" 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ფრანგებს ზაფხულში შესაბამისი წინადადებით მიმართავენ. - იუწყება Independent.

ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ინგლისურ გრანდს, ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. როგორც ჩანს, როტაციისთვის "მანკუნიელთა" შტაბში, სასურველ კანდიდატად მუნიე დასახელდა.

აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველს კიერან ტრიპიერს და როი ჰოჯსონის ფეხბურთელს აარონ ვან-ბისაკასაც აკვირდება, მაგრამ არის ფაქტორი რომელიც მუნიეს შეძენას უფრო აადვილებს, ფეხბურთელს პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინგლისელები მარჯვენა მცველს უფასოდ გაიფორმებენ.

როგორც ირკვევა თავად ბელგიელის ინტერესებშიც ჯდება "ნისლიან ალბიონზე" ასპარეზობის სურვილი, გამომდინარე იქიდან, რომ ტომას ტუხელის გუნდში მისი სათამაშო დრო ძალიან მიზერულია.


ვისი ხილვა გსურთ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩამოთვლილთაგან?

კიერან ტრიპიერი
აარონ ვან-ბისაკა
ტომას მუნიე

ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
24 აპრილი 2019 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ბებერ სინიორას მიბაძონ ამ ბუბლიკებმა.რამდენი კაი იგროკი ითრიეს უფასოდ.მაინც არავინ მოვა ტოპებიდან :დდდდ
0
№2
ავტორი: datasta25
24 აპრილი 2019 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რა ტრიპიერრრიიიი რა ტრიპიერი ნუ გამაგიჟეთ ეგ ****სტიანი გაცი ვის რათ გინდათ ტო
0
№3
ავტორი: gogita1991
24 აპრილი 2019 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მე ბისაკა მინდა მაგალითად
0
№4
ავტორი: ikeoni
24 აპრილი 2019 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მუნიე ისე მაგარი ბალეშიკია მანიუსი
0
№5
24 აპრილი 2019 18:17
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მეც ბისაკა მინდა, თან ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. ნუ მარჯვენა მცველი აუცილებლად მოსაყვანია, სადღაც წავიკითხე ზაფხულში კიმიხისთვისაც იბრძოლებენო და ეგ თუ სიმართლეა აი ძალიან მაგარი იქნება რა.

მარჯვენა ფლანგზე როგორ გვიჭირს და კიმიხი დაგვხატავდა რასაც ჰქვია, თუმცა ბაიერნი მაგას გაუშვებს, ალბათ უბრალოდ ჭორია და მეტი არაფერი. თუ სიმართლეა და მოიყვანეს, საღოლ რა, მარჯვენა ფლანგის პრობლემა კარგი ხანი აღარ იქნება მერე.
0
№6
ავტორი: Lolasha
24 აპრილი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
როგორც იქნა. წესიერ ფეხბურთელს დაადგეს თვალი. ნორმალური ფეხბურთელია არა ტოპ კლასის მარჯვენა მცველი მაგრამ ძალიან კარგი, რომელსაც შეტევა კარგად შეუძლია იანგისგან განსხვავებით

ბისაკა მეც მომწონს მაგრამ პალასი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ეგრე ცალკე ვერ გაიგებ ბისაკა კარგი მცველია თუ არა იმიტომ რომ დაცვაში თუ უწევს გუნდს თამაში ყველა დაცვაშია შეტევაში კარგად ერთვება, მაგრამ მუნიე ჯობია ამ ეტაპზე
0
№7
ავტორი: dybbuk
24 აპრილი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მუნიე უფასოდ მშვენიერი ვარიანტია, რაბიოც დაამატონ და 2 კარგი ფეხბურთელი მოგვიდს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ტრიპიეს და ბისაკას ორივეს ჯობია ჩემი აზრით, გამოცდილებაც აქვს ყველაფერთან ერთად როგორც ნაკრებში ისე კლუბში, ეს ბისაკა რა იქნება კაცმა არ იცის, ნამდვილად კარგი სეზონი აქვს მაგრამ ეგრე ბელოტიმ ტორინოში გაიგიჟა თავი 1 სეზონი, ბომბარდირიც გახდა თუ არ ვცდები და 100 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდითო, ჰოდა მას მერე გოლი არ გაუტანია ტიპს და საერთოდ ვისღა ახსოვს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2019 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი მცველია და თან უფასოდ, შეიძლება რო გადმოიყვანონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top