პოლ პოგბას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ სეზონში "სიტის" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ჩატარებული მატჩის მსგავსი სჭირდებათ და ყველაფერი იდეალურად იქნება.
"ეს გასულ სეზონში მოხდა, ასე რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ მათ ტიტული ჩვენ წინააღმდეგ არ მოეგოთ, ასე რომ ეს სასიამოვნო გრძნობა იყო."
"იმ დღეს ჩვენ ყველაფერი გავიღეთ, არ გვიფიქრია რაიმე სხვაზე. ჩვენ უბრალოდ მოედანზე შევედით და ყველაფერი გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ან არ შეგვეძლო. ჩვენ ხვალაც იგივეს ვიზამთ, მაგრამ ეს გაცილებით უფრო რთული მატჩი იქნება, რადგან მათ გამარჯვება ტიტულისთვის სჭირდებათ."
"მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე გუნდს სამი ქულა სჭირდება."
"სიტყვები საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ და გულშემატკივრებს დავანახოთ, რომ ამაზე უკეთ თამაში შეგვიძლია. გასული მატჩი უპატივცემულობა იყო როგორც ჩვენი თავებისადმი ისე გულშემატკივრებისადმი. მეოთხე ბურთის გაშვების შემდეგაც ჩვენ გვერდში იდგნენ და გვამხნევებდნენ, საოცარ ენერგიასა და ძალას გვმატებენ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ მათ და ბოდიშს სიტყვებით ვერ ვეტყვით, ბოდიშის გადახდა მხოლოდ კარგი მატჩით შეგვიძლია, კარგი შედეგითა და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით."
"თამაშები შეიძლება წააგო, მაგრამ განწყობა და თამაშის ხარისხი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს."