თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2019, 19:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2348,
კომენტარები: 20
"ოთხშაბათს ყველაფერი უნდა გავიღოთ"
პოლ პოგბა მატჩის წინ.
პოლ პოგბას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ სეზონში "სიტის" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ჩატარებული მატჩის მსგავსი სჭირდებათ და ყველაფერი იდეალურად იქნება.

"ეს გასულ სეზონში მოხდა, ასე რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ მათ ტიტული ჩვენ წინააღმდეგ არ მოეგოთ, ასე რომ ეს სასიამოვნო გრძნობა იყო."

"იმ დღეს ჩვენ ყველაფერი გავიღეთ, არ გვიფიქრია რაიმე სხვაზე. ჩვენ უბრალოდ მოედანზე შევედით და ყველაფერი გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ან არ შეგვეძლო. ჩვენ ხვალაც იგივეს ვიზამთ, მაგრამ ეს გაცილებით უფრო რთული მატჩი იქნება, რადგან მათ გამარჯვება ტიტულისთვის სჭირდებათ."

"მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე გუნდს სამი ქულა სჭირდება."

"სიტყვები საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ და გულშემატკივრებს დავანახოთ, რომ ამაზე უკეთ თამაში შეგვიძლია. გასული მატჩი უპატივცემულობა იყო როგორც ჩვენი თავებისადმი ისე გულშემატკივრებისადმი. მეოთხე ბურთის გაშვების შემდეგაც ჩვენ გვერდში იდგნენ და გვამხნევებდნენ, საოცარ ენერგიასა და ძალას გვმატებენ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ მათ და ბოდიშს სიტყვებით ვერ ვეტყვით, ბოდიშის გადახდა მხოლოდ კარგი მატჩით შეგვიძლია, კარგი შედეგითა და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით."

"თამაშები შეიძლება წააგო, მაგრამ განწყობა და თამაშის ხარისხი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს."


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ
20 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2019 20:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ როგორი გამოფხიზლებულები იქნებიან, იმედია მარტო სიტყვებად არ დარჩება და მატჩშიც დამტკიცდება ეს
1
№2
ავტორი: 100%Red
23 აპრილი 2019 20:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მე არ მჯერა გაცოფებულ თავტლიპინას რო ესენი შეაჩერებენ , მარა დაოსტოინად მაინც ითამაშონ რაა, იმედები რო მოგვეცეს შემდეგისთვის(4 გოლი მაინც არ გაუშვან 3d_3 )
პოგბაც მაგარი როჟა ყოფლია....
როცა ინტერვიუს აძლევს facepalm
0
№3
ავტორი: batumski123
23 აპრილი 2019 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
მე როგორც მანჩესტერის გულშემატკივარს მირჩევნია სიტიმ გადაგვიაროს ხვალ ვიდრე ლივერპული გახდეს ჩემპიონი

მიგება იმშემთვხვევაში მინდა თუ დარჩენილ თამაშებსაც მოვიგებთ და ბოლო ბოლო შევალთ ოთხეულში
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
23 აპრილი 2019 21:57
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მე იმას ვხედავ მეგობრებო,რომ შეგნებულად ხდება ყველაფერი. ეს. ჩემი მოსაზრებაა. არ მჯერა,რომ ეს შემთხვევით ხდება. აგებს მანჩე საერთოდ უმოტივაციო ევერტონთან,არსენალი ასევე უმოტივაციო პალასთან და თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე და აშკარად აცადა არსენალმა 3 გოლის გატანა. ვერ იგებს ჩელსი სახლში ასევე უმოტივაციო ბარნლისთან. ქულათა სხვაობა არ აღემატება 3-ს და წინ კიდე 4 თამაშია. ევროპა ლიგაზე ფინალამდე ვერ ხვდებიან ინგლისური გუნდები და იგივე ხდება ჩ. ლიგაზეც. ხომ არ ხდება ისე,რომ მომავალ ლიგაზე 6 ინგლისური გუნდის გაყვანას აპირებენ? აშკარაა,რომ ქვედა 4 გუნდიდან 3 ევროტურნირებზე თამაშობს და შეგნებულად ხდება რაც ხდება. 100 თამაში რო ვითამშოთ ევერტონთან,ვერავინ დამაბერებს,რომ სულ რო უმწვრთნელოდ იყოს გუნდი,კარში ვერ დაურ*** ანდა 4 გოლი გაუშვან. ასევე რატომღაც უშვებენ საკმაოდ ბევრ გოლებს. არვიცი რას თვლიან და რას აწყობენ,მარა განცდა მაქვს რომ ჩვეულებრივი დაწერილია სცენარია რა. ვაბშე არ გამიკვირდება ტოტრმ ლიგა,ჩელსიმ ევროპა მოიგოს და 6 გუნდი მოხვდეს ლიგაზე.
1
№5
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი პოლ ბოლომდე იბძოლეთ და მოიგეთ ეს თამაში
1
№6
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2019 22:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა გინდა გაიღე და გინდა გამოიღე
1
№7
23 აპრილი 2019 22:37
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
დე ბრუინი იქნება თუ არა იცით ვინმემ?
1
№8
ავტორი: gogita1991
23 აპრილი 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: ALEXFERGUSON
მე იმას ვხედავ მეგობრებო,რომ შეგნებულად ხდება ყველაფერი. ეს. ჩემი მოსაზრებაა. არ მჯერა,რომ ეს შემთხვევით ხდება. აგებს მანჩე საერთოდ უმოტივაციო ევერტონთან,არსენალი ასევე უმოტივაციო პალასთან და თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე და აშკარად აცადა არსენალმა 3 გოლის გატანა. ვერ იგებს ჩელსი სახლში ასევე უმოტივაციო ბარნლისთან. ქულათა სხვაობა არ აღემატება 3-ს და წინ კიდე 4 თამაშია. ევროპა ლიგაზე ფინალამდე ვერ ხვდებიან ინგლისური გუნდები და იგივე ხდება ჩ. ლიგაზეც. ხომ არ ხდება ისე,რომ მომავალ ლიგაზე 6 ინგლისური გუნდის გაყვანას აპირებენ? აშკარაა,რომ ქვედა 4 გუნდიდან 3 ევროტურნირებზე თამაშობს და შეგნებულად ხდება რაც ხდება. 100 თამაში რო ვითამშოთ ევერტონთან,ვერავინ დამაბერებს,რომ სულ რო უმწვრთნელოდ იყოს გუნდი,კარში ვერ დაურ*** ანდა 4 გოლი გაუშვან. ასევე რატომღაც უშვებენ საკმაოდ ბევრ გოლებს. არვიცი რას თვლიან და რას აწყობენ,მარა განცდა მაქვს რომ ჩვეულებრივი დაწერილია სცენარია რა. ვაბშე არ გამიკვირდება ტოტრმ ლიგა,ჩელსიმ ევროპა მოიგოს და 6 გუნდი მოხვდეს ლიგაზე.

მეც ეგრე ვფიქრობ რა თორე მოიგებდა არსენალიც და ჩელსიც და ვსო მარა რაც მოხდა კი ვნახეთ ყველამ
1
№9
ავტორი: 100%Red
23 აპრილი 2019 23:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: ლუკა ბერაია
დე ბრუინი იქნება თუ არა იცით ვინმემ?

რო დაუსვეს მაგაზე პეპს კითხვა, ჯერ მოიფხანა კარგად და მერე არა არ იქნებაო...
ქეცი აქ გონია მა შობელძაღლს, ოლეს არ მიეკაროს))))
0
№10
ავტორი: gogita1991
24 აპრილი 2019 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მაიკ ფელანზე დაიწერა გუნდის ისტორიაში პირველი სპორტული დირექტორი იქნებაო და კერიკი გადავა მთავარ ასისტენტადო
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top