თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2019, 18:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1535,
კომენტარები: 5
ოლე გუნარი ლუკ შოუს დაბრუნებით მოხარულია
გუნდის სიახლეები "სიტისთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარი ლუკ შოუს დაბრუნებით მოხარულია
ოლე გუნარ სოლსკიაერი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის წინ ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მცველმა ათი ყვითელი ბარათის მიღების გამო სამი მატჩი გამოტოვა, თუმცა "მანჩესტერ სიტისთან" თამაში უკვე შეუძლია.

პრემიერ ლიგის ორი მატჩის გარდა შოუმ "ბარსელონასთანაც" ვერ ითამაშა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოლე გუნარს ძალიან უხარია ინგლისელის დაბრუნება.

"ლუკი ძალიან, ძალიან კარგი იყო. ის იმედგაცრუებულია ამ მატჩების გამოტოვების გამო. თავადაც კარგად იცის, რომ ამ მხრივ უნდა იმუშავოს და განვითარდეს."

"შესაძლოა, რამდენიმე ბარათი არ უნდა მიეღო, რამდენიმეც დამსახურებულად მიიღო და მისი ბრალია, რადგან მარტივი გამოსავლის მოძებნა გადაწყვიტა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ."

"მიხარია მისი დაბრუნება, რადგან ის დაცვაშიც და შეტევაშიც ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს გუნდში."

ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ შოუ მის პოზიციაზე უკონკურენტოა. თუ არ ჩავთვლით მის დისკვალიფიკაციას, მცველმა სოლსკიაერის მოსვლიდან მხოლოდ ორ მატჩში არ მიიღო მონაწილეობა.

თუ მარცხენა პოზიციაზე ოლე გუნარი ლუკ შოუს აირჩევს, მაშინ მარჯვენა ფრთის პრიორიტეტად დიოგო დალო რჩება. ამ პოზიციაზე ახალგაზრდას კონკურენციას გაუწევენ ეშლი იანგიც და ვიქტორ ლინდელოფიც.

დაცვის ცენტრში ოლე გუნარს არჩევნის გაკეთება ვიქტორ ლინდელოფს, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს შორის მოუწევს.


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Martla magrad dagvaklda da kargia Ro gvibrubdeba ❤️
0
№2
ავტორი: datasta25
23 აპრილი 2019 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არ მეგონა ეს აცი ჩვენთვის ესეთი მნიშვნელობის თუ იყო მარა ბოლო თამაშებში დავრწმუნდი რო შეიძება პოგბაზე დიდი როლიც კი ქონდეს მანჩეში. პრინციპში თავის პოზიციაზე მართლა ერთ ერთი საუკეთესოა და ტოპ 5ში მაინც შედის მარცხენა მცველებში
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2019 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგია, მარა იმედია 5 მცველით არ გამოვა ოლე, როგორც ამას დიდ გუნდებთან მიმართავს ხოლმე.
0
№4
23 აპრილი 2019 21:37
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ძალიან კარგია, თორემ დავიღალე უკვე როხოს და იანგის საცოდაობებით. მარჯვნივ დალო და მარცხნივ შოუ. ცენტრში კიდევ ლინდელოფი-სმოლინგი.
0
№5
ავტორი: qamari
24 აპრილი 2019 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მცველთა სიბევრეს სჯობის ნახევარდაცვა გააოოთხოს ,თორემ ცენტრში აშკარად გვჯაბნის ყველა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top