ოლე გუნარს სჯერა, რომ მანჩესტერული დერბი იდეალური პლატფორმაა მისი ფეხბურთელებისთვის. მოთამაშეებმა კვირის იმედგამაცრუებელი მატჩის შემდგომ ძალები უნდა მოიკრიბონ, "ხმაურიანი მეზობლების" დამარცხება კი ამაში ძალიან დაეხმარებათ.
"ეს საუკეთესო მატჩია მათ შორის, რომლის მოთხოვნაც შეგვეძლო. ჩვენ მატჩის შემდეგ შეხვედრა გვქონდა და, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი იმედგაცრუებული და ტკივილით სავსე იყო ამ თამაშის გამო."
"სიტისთან" მატჩი იდეალური საშუალებაა ყველაფერზე პასუხის გასაცემად."
"მოედანზე დასამალი ადგილი არ არის. მე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ჩვენ გვერდში იდგებიან მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება შედეგი. მთავარია, რომ მათ ჩვენგან ძალისხმევა იგრძნონ."
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ამ მატჩზე. მზად უნდა ვიყოთ პრესინგისთვის, რადგან მათ საოცარი შეტევის ხაზი ჰყავთ და ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ თავი. როდესაც ბურთს მოვიპოვებთ მათი აგრესიისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ისინი არც ჩვენს ბარძაყებს და არც ჩვენ კოჭებს მოერიდებიან ბურთის მოსაპოვებლად."
"მარტივ კონტრ-შეტევებს ჩვენი მხრიდან ვერ იხილავთ. წინასწარ ვიცი, რომ წინ ძალიან ბევრი ჯარიმა დაიდება. ისინი ყველანაირად ეცდებიან ჩვენ შეჩერებას."
"ჩვენ ოთხშაბათზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ პასუხს მივიღებთ. მე ამ ბიჭების მჯერა. რა თქმა უნდა, თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. მე ვარ მათი მწრთვნელი და პასუხისმგებლობას თავიდან არ ვირიდებ. ჩემი მოვალეობაა, რომ მივუთითო თამაშის სტილზე და ყველაფერზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის პასუხს მივიღებთ."