თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2019, 17:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 13
"ეს ყველაზე კარგი მატჩია, რომელიც შეიძლება, რომ ამ მდგომარეობაში ვითამაშოთ"
ოლე გუნარ სოლსკიაერი "სიტისთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარს სჯერა, რომ მანჩესტერული დერბი იდეალური პლატფორმაა მისი ფეხბურთელებისთვის. მოთამაშეებმა კვირის იმედგამაცრუებელი მატჩის შემდგომ ძალები უნდა მოიკრიბონ, "ხმაურიანი მეზობლების" დამარცხება კი ამაში ძალიან დაეხმარებათ.

"ეს საუკეთესო მატჩია მათ შორის, რომლის მოთხოვნაც შეგვეძლო. ჩვენ მატჩის შემდეგ შეხვედრა გვქონდა და, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი იმედგაცრუებული და ტკივილით სავსე იყო ამ თამაშის გამო."

"სიტისთან" მატჩი იდეალური საშუალებაა ყველაფერზე პასუხის გასაცემად."

"მოედანზე დასამალი ადგილი არ არის. მე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ჩვენ გვერდში იდგებიან მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება შედეგი. მთავარია, რომ მათ ჩვენგან ძალისხმევა იგრძნონ."

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ამ მატჩზე. მზად უნდა ვიყოთ პრესინგისთვის, რადგან მათ საოცარი შეტევის ხაზი ჰყავთ და ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ თავი. როდესაც ბურთს მოვიპოვებთ მათი აგრესიისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ისინი არც ჩვენს ბარძაყებს და არც ჩვენ კოჭებს მოერიდებიან ბურთის მოსაპოვებლად."

"მარტივ კონტრ-შეტევებს ჩვენი მხრიდან ვერ იხილავთ. წინასწარ ვიცი, რომ წინ ძალიან ბევრი ჯარიმა დაიდება. ისინი ყველანაირად ეცდებიან ჩვენ შეჩერებას."

"ჩვენ ოთხშაბათზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ პასუხს მივიღებთ. მე ამ ბიჭების მჯერა. რა თქმა უნდა, თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. მე ვარ მათი მწრთვნელი და პასუხისმგებლობას თავიდან არ ვირიდებ. ჩემი მოვალეობაა, რომ მივუთითო თამაშის სტილზე და ყველაფერზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის პასუხს მივიღებთ."


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ, პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
23 აპრილი 2019 18:01
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მაგრად არ მაინტერესებს რას და როგორ იზამს "ლივერპული", გაჩმპიონდება თუ არა, პირველი ჩემთვის ყოველთვის ჩემი გუნდია და მინდა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ, ოთხეული ამ სეზონში "იუნაიტედისთვის" წარმატება იქნება, ხოდა მეც პირველ რიგში ჩემი გუნდის წარმატება გამახარებს, უნდა მოვიგოთ !!!
5
№2
ავტორი: 100%Red
23 აპრილი 2019 18:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: Svani
მაგრად არ მაინტერესებს რას და როგორ იზამს "ლივერპული", გაჩმპიონდება თუ არა, პირველი ჩემთვის ყოველთვის ჩემი გუნდია და მინდა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ, ოთხეული ამ სეზონში "იუნაიტედისთვის" წარმატება იქნება, ხოდა მეც პირველ რიგში ჩემი გუნდის წარმატება გამახარებს, უნდა მოვიგოთ !!!

ბაზარი არაა ფეხებზე მკიდია ორივე, მარა რანაირად უნდა მოვიგოთ? ბოლო 5მა გუნდა დაგვახია ბურთი თავზე და სიტი რას იზამს, გამწარებულები როარიან ტიტულზე..... მოგებაკიარა სასირცხვილო არ გაგვიხდეს no
2
№3
ავტორი: Old Red Devil
23 აპრილი 2019 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მეფიქრება რომ 1:0 ან 1:1 დაჯდება
1
№4
ავტორი: Malboro463
23 აპრილი 2019 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გუშინ ჩელსიმაც გატეხა. არსენალიც კიდე დაკარგავს ქულებს
ყველაფერი ამათ ხელშია უეჭველი უნდა შევიდეთ ოთხეულში თორე ზამთარი მოვს მანჩესტერისთვისაც :დ
1
№5
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2019 18:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცუდია აქმადე რო მიიყვანეს საქმე სამწუხაროა მარა რეალობა ასეთია სიტი ჩვენზე კარგი გუნდია ბევრად სიტის ჩვენზე დიდი ამბიცეიბი აქვს ამ 2 ფაქტორის გათვალისწინებით მგონი ნიჩიის გაგორებაც გაჭირდება ვნახოთ რა იქნება
0
№6
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2019 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Rogor gvchirdeba am tamashis mogeba ❤️
1
№7
ავტორი: dybbuk
23 აპრილი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რამხელა კუში აქვს მანჩესტერს, უხერხულად ვიგრძენი თავი რომ ვნახე
1
№8
ავტორი: datasta25
23 აპრილი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არუნდა ბევრი ლაპარაკი, უნდა ვითამაშოთ ისე როგორც ვითამაშბდით იმ შემთხვევაში თუ ლივერპული მეათე ადგილზე იქნებოდა, უბრალოდ გადით მოსაგებად ი ვსო
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2019 20:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ აბა რა იქნება
1
№10
23 აპრილი 2019 21:23
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: dybbuk
რამხელა კუში აქვს მანჩესტერს, უხერხულად ვიგრძენი თავი რომ ვნახე

აუ ბაზარი არაა, 3 კუშზე მეტს არ ველოდი და 6.50 არ მისცეს :/// მაგრამ პრინციპში სხვას რატო უნდა ველოდოთ, ევერტონმა როცა 4:0 მოგვიგო მანდ სიტი რას გვიზამს. ისევ იგივე ფეხბურთი თუ ითამაშეს, შანსი არ გვაქვს.

ვნახოთ აბა რა იქნება, თუმცა სიმართლე გითხრათ დიდი იმედი არ მაქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top