შესაძლოა უელსელი "ნისლიან ალბიონს" დაუბრუნდეს.
სპორტული პრესის ფურცლები "მანჩესტერ იუნაიტედს", მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბის გარეთ ბეილის ბედს, უკვე რამოდენიმე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უკავშირებდნენ, როგორც ჩანს გამონაკლისი არც მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იქნება.
პრესის ფურცლების აქამდე გავრცელებული ცნობებით, "წითელ შმაკებს" უელსელი შემტევის ტრანსფერის სრულად გამოსყიდვა სურდათ, ამის გაკეთებას კი ზაფხულში ეცდებოდნენ, თუმცა განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება დღეს.
mercatofootanglais - ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით ბეილი, ინგლისური გრანდის რადარზე ისევ დგას, ცვლილება მხოლოდ სატრანსფერო მეთოდიკაშია.
"წითლებს" ამჯერად, ბეილის არა ტრანსფერის სრული გამოსყიდვით, არამედ მისი იჯარის წესით გადაბირება სურთ, ცნობილია ვადები - 2 წელი, ეს ის დროა რა დროითაც, ოლე გუნარ სოლსკიაერს ფეხბურთელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს.
მიმდინარე სეზონში, ბეილის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში, 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.