თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 14:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1552,
კომენტარები: 5
"მადლობას გიხდით თქვენი უპირობო გულშემატკივრობისთვის"
დავიდ დე ხეასა და ხუან მატას მადლობა და ბოდიში გულშემატკივარს.
ხუან მატამ და დავიდ დე ხეამ მიმდინარე მოვლენებზე საუბარი სცადეს. ესპანელები თავადაც იმედგაცრუებულნი არიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ ტკივილს თავი დააღწიონ და "მანჩესტერ სიტის" მომზადებულები შეხვდნენ.

როგორც მწრთვნელმა, ასევე ფეხბურთელებმაც განაცხადეს, რომ თამაში საკმარისად კარგი არ იყო
და ეს დონე "იუნაიტედს" არ შეეფერება.

მის ყოველკვირეულ ბლოგში ხუან მატამ "მაისურის პატივისცემაზე" ისაუბრა:

"დღეს მართლა არანაირი მოტივაცია არ მაქვს რამის დასაწერად, ან სათქმელად. ჩემ ირგვლივ მხოლოდ საშინელი იმედგაცრუების გრძნობა ტრიალებს და მთლიანად სევდას ვყავარ შეპყრობილი. ეს ემოციები სამშაბათიდან მოყოლებული თან მსდევს."

"მადლობა თქვენი დაუჯერებელი და უპირობო გულშემატკივრობისთვის. მადლობის გამოსახატად სიტყვები საკმარისი არ არის, მხოლოდ ერთს ვეცდებით - ყველაფერი გავიღოთ ამ მაისურისთვის, ამ კლუბისთვის და თითოეული თქვენგანისთვის."

ნახევარმცველმა ვერც "ბარსელონას" და ვერც "ევერტონის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა. დავიდ დე ხეამ კი ორივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო "გუდისონ პარკზე" კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. ყველასთვის აშკარაა, რომ ესპანელი ძალიან განიცდის ამ შედეგს:

"ჩემთვის ახლა ძალიან რთულია ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. როგორც კაპიტანმა უნდა ვაღიარო, რომ საშინელი მატჩი ჩავატარეთ დღეს. ეს არ იყო ის, რასაც ჩვენგან გულშემატკივარი ელის. ეს არ იყო ის, რასაც ეს კლუბი იმსახურებს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ საკუთარი თავისგან ველით, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს ვიცვამთ."

"ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავუმჯობესდეთ, მაგრამ სიტყვები ძალიან ცოტას ნიშნავს: ამ კლუბისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ."

"მადლობას გიხდით თქვენი უპირობო გულშემატკივრობისთვის."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 14:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ეჰ შემეცოდა
ამან რა უნდა ქნას, წინაც ეს ხო არ ითამაშებს
რასვიზამთ ჩაუვარდა სეზონი და მოვკლათ ახლა, მარა ალისონს რო ადარებს ხალხი არ მევასება 3d_3
შეოჯახაშენებულო 100 რო დაგირტყამენ კარში(მათშორის შენი მცველებიც) კანეშნა მეტი გაგივა ვიდრე 10 რო დაგირტყ ა ნ
1
№2
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Rac ar unda sawyeni da dzneli satqmeli iyos davitasac mosdis shecdomebi am bolos dros:((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2019 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია რო ყველა ფეხბურთელი ასე არ ფიქრობს, შეიძლება ამბობს, მაგრამ საქმიდან ეს არ ჩანს. დარწმუნებული ვარ დე ხეა გრძნობს პასუხისმგებლობას ამ მხრივ, მატაც ასევე.
0
№4
22 აპრილი 2019 20:10
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არა ნუ ბოლო თამაშებიდან გამომდინარე აშკარად ამოვარდნილია ფორმიდან. თუმცა დეხეას არ დავაბრალოთ ყველაფერი, მართლა და მართლა წინ ხო ვერ ითამაშებს. იმედია მოიხოდება და დაგვიბრუნდება ძველებური დავითა.
0
№5
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2019 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესეც ხო ადამიანია ამდენი წელია ამ საცოდავი ფეხბურთით მიათრევს გუნდს, ერთ წელს დაველოდებოდი ამის ადგილას ოლესთან ერთად კიდე და თუ არა მოვხევდი ისეთ გუნდში სადაც ლიგას და ქვეყნის ჩემპიონატს მაინც მოვიგებდი, კაი კაცი ხარ დავითა შენ... love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top