თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 14:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 7
"ვიცი, რომ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ"
ოლე გუნარმა გულშემატკივარს მოუბოდიშა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ევერტონთან" დამარცხების შემდეგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

"წითლებმა" საშინელი მატჩი ჩაატარეს და მეტოქესთან 4-0 ანგარიშით დამარცხდნენ. "გუდისონ პარკიდან" ვერცერთი ქულის წამოღება ვერ შეძლეს და ოთხეულთან სხვაობის შემცირების შანსი დაკარგეს.

"ჩვენ გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ეს მატჩი არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაფერისი, არც ფეხბურთელებისთვის და არც ჩემთვის."

"ვიცით, რომ გულშემატკივარსა და კლუბს იმედები გავუცრუეთ. ეს თამაში რთულად აღსაწერია, ამაზე ლაპარაკი მიჭირს, რადგან ძალიან, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მათ ყველა კომპონენტში დაგვამარცხეს."

"ყველაფერში დაგვამარცხეს, რაშიც შეიძლებოდა დამარცხება. როგორც წინა კვირას აღვნიშნე, სტადიონზე დასამალი ადგილი არ არსებობს. 85 წუთი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბურთი კარისკენ დაგვერტყა. ეს საკმარისად კარგი არ იყო და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით."

გულშემატკივრებს "მანჩესტერული" დერბისთვის ძალებისა და ენერგიის აღდგენა სჭირდებათ. ოლე გუნარი მათგან კვლავ გვერდში დგომას ელის.

"ჩვენ ოთხით ნოლი წავაგეთ, მაგრამ გულშემატკივრებს ერთი წამითაც კი არ უფიქრიათ ჩვენი მიტოვება, ან ფეხბურთელების მიმართ უარყოფითი ემოციების გამოხატვა. არადა ამის გაკეთება შეეძლოთ და მართლებიც იქნებოდნენ."

"ისინი ისევ გვერდში გვედგნენ, მთელი 90 წუთი და თამაშის შემდეგაც და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხშაბათს საღამოსაც იგივე განმეორდება. დანარჩენი უკვე ჩვენზეა, ფეხბურთელებსა და სამწრთვნელო შტაბზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და მეზობლებს მომზადებულები დავხვდეთ."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Ertaderti Rac am wagebas da sashinel tamashs gadafaravs sitistan mogebaa
0
№2
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 16:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: ikeoni
Ertaderti Rac am wagebas da sashinel tamashs gadafaravs sitistan mogebaa

არ მგონია.....
აქედან სანე, იქიდან სილვა(აუ რა მევასება ერთიც და მეორეც) დებრუინიც თუ დაბრუნდა, წინ კიდე აგუერო იძრომიალებს.... რავი ეგ კიარა არ ამოგვტენონ უარესად
თან ლივერიც იგებს და იგებს...
მაგას თავი გავანებოთ, კაი დავუშვა გავედით ლიგაზე და რა მერე... მიზანი იქება მეოთხედფინალი???
ერთადერთს რასაც გაგვიფუჭებს ოთხეულში არ შესვლა ისაა რო კაი ხალხის მოყვანა გაჭირდება, მარა შეუძლებელი არ იქნება.
ამწუთას მთავარია გუნდი ფეხზე დადგეს და მერე იქნება ყველაფერი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2019 17:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ყველაფერი ცუდი ხდება, ოთხეულში შესვლის შანსი ძალიან მცირეა, აქეთ კონკურენტებიც მაინც და მაინც არ კარგავენ ქულებს, ვატყობ მოგვიწევს ევროპა ლიგაზე თამაში. :(
0
№4
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2019 17:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სიტის დაუხვდებიან ბევრად კონცენტრირებულნი მარა სიტის მოტივაცია და ამათი არ სეადაროთ გადაგვივლიან ან თუ ვერ გადაგვივლიან თუნაც გაჭირვებით ამრა მაინც მოგვიგებენ 2:1 ს ან 3:1 მაინც არ არის ეს მანჩესტერი რამის გამკეთებელი სიტიმ რო პრემიერ ლიგა ვერ მოუგოს ჩათვალეთ რამხელა იმედგაცრუება იქნება ძაან კარგ სეზონს ატარებენ და არ მგონია რო განსაკუთრებული წინააღმდეგობა გავუწიოთ, სცენარი იქნება ასეთი სიტის ექნება ბურთი და ესენი კონტრშეტევებზე იჩალიჩებენ
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2019 20:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: shotkin
სიტის დაუხვდებიან ბევრად კონცენტრირებულნი მარა სიტის მოტივაცია და ამათი არ სეადაროთ გადაგვივლიან ან თუ ვერ გადაგვივლიან თუნაც გაჭირვებით ამრა მაინც მოგვიგებენ 2:1 ს ან 3:1 მაინც არ არის ეს მანჩესტერი რამის გამკეთებელი სიტიმ რო პრემიერ ლიგა ვერ მოუგოს ჩათვალეთ რამხელა იმედგაცრუება იქნება ძაან კარგ სეზონს ატარებენ და არ მგონია რო განსაკუთრებული წინააღმდეგობა გავუწიოთ, სცენარი იქნება ასეთი სიტის ექნება ბურთი და ესენი კონტრშეტევებზე იჩალიჩებენ

ექნებათ ბურთი და ჩვენ როცა ჩაგვივარდება მეორე პასის მერე ისევ სიტის ექნება ბურთი
0
№6
22 აპრილი 2019 20:13
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
დე ბრუინი იქნება თუ არა იცით ვინმემ?
0
№7
ავტორი: kobinio
22 აპრილი 2019 22:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ყველამ რა უცნაურად წააგეს ამ ტრანსფერების წინ :)) როდის იყო მწვრთნელები სასწაულებს ახდენდნენ?! 9 ფეხბურთელი რომ ადგილზე დგას და დე ხეა ასეთ ბურთებს უშვებს სოლსკიაერმა დრუიდები უნდა იხმოს და ელექ****თ გააძლიეროს თუ 5ავად შევიდეს მოედანზე?! პოგბას გაკე5ებული ვერაფერი ვნახე.ლიდერები ვინც მომენტი უნდა შექმნას ყსლეებივით დაბოდოალებდნენ რა იყო ეს??? სანამ წამსვლელი ფეხბურთელები არ წავლენ ხშირად ვიქმებით ასეთი დასაცინები.რეშფორდს ჯერ არაფერი შეუქმნია და უკვე თავში აუარდა და რა არ ვიცი.მარსიალი სად გაქრა არ ვიცი,დე ხეა იმდენი აქეს ან დასცენზურავდა ან კიდე ისე უნდა წასვლა ძალით ატანინებს გოლებს.მე რო მწვრთნელი ვყოფილიყავი რომეროს დავაყენებდი ისეთ ცენზურაობებს აკეთებს ამ ბოლო სამ თამაშში.მნიშვნელობა არააქვს შედეგს რომელზე გავალთ ამ გუნდში არცერტი ტოპ კლასის ფეხბურთელი არ მოვა და ილუზიებს ნუ იქმნით ,ხოლო ახალგაზრდები ვინც ისეც მოვლენ ისევ მათი დამატება ჯობია და მონდომებული თამაში.გუნდი დასაშლელია და ხელახლა ასაწყობი . იმედია ოლე კაი გუნდს შეკრავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top