თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2019, 17:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1607,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" ქალთა გუნდი ჩემპიონი გახდა!
"იუნაიტედის" ქალბატონებმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქალთა გუნდი 2018/19 წლის ჩემპიონშიპის ჩემპიონი გახდა. ქეისი სტოუნის შეგირდებმა "კრისტალ პალასი" 7-0 ანგარიშით დაამარცხეს.

მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა ლორენ ჯეიმსმა ოთხჯერ, ხოლო ლიზი არნოტმა, ლი გალტონმა და ჯეს საივორთმა თითოჯერ შეძლეს. ქალბატონებმა დღევანდელი მატჩის შედეგად სამი ქულა მოიპოვეს და ჩემპიონობაც გაინაღდეს.

"იუნაიტედის" ქალთა გუნდი ჩემპიონი გახდა!

"იუნაიტედის" ქალთა გუნდი ახლა შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს". ჩემპიონატში კი მხოლოდ ორი მატჩი დარჩა სათამაშო.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ საღამოს ქალბატონებმა "ასტონ ვილას" დამარცხება 5-0 ანგარიშით შეძლეს, რასაც დღევანდელი გამარჯვება მოჰყვა და "წითლებმა" პირველი ადგილი ორი ტურით ადრე გაინაღდეს.

"წითლებმა" თვრამეტი მატჩიდან თექვსმეტი მატჩის მოგება შეძლეს. საერთო ჯამში 49 ქულა მოიპოვეს და მეტოქის კარში 88 გოლი გაიტანეს.

"იუნაიტედის" ქალთა გუნდი ჩემპიონი გახდა!

ქეისი სტოუნის ქალბატონებს თასი ლიგის ბოლო თამაშის შემდეგ, 11 მაისს გადაეცემათ. მანამდე კი ბოლო გასვლით ტურს "წითლები" "მილვოლის" წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
20 აპრილი 2019 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მაგარია ამათმა მაინც მოიგონ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2019 17:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოჩაღ! მართლა კარგი გუნდია და დაიმსახურეს კიდეც მოგება.
0
№3
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
გილოცავთ გოგოებოო:)) love
0
№4
ავტორი: JuanMata
20 აპრილი 2019 18:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩემპიონშიფისთვის აშკარად ძალიან ძლიერია ეს გუნდი. პრემიერლიგაშიც იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის.
ვაფშე 0-დან დაიწყეს და ეგრევე ჩემპიონობა დადეს, ძირითად გუნდსაც მოუგებენ ესენი wink
3
№5
ავტორი: zuranistelroy
20 აპრილი 2019 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ხოარ გავცვალოთ გუნდები პრემიერლიგაში ვათამაშოთ ამ სირთა ჯოგს აჯობებენ...
0
№6
ავტორი: giorgi_mg
21 აპრილი 2019 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მანჩესტერელი ნაშობა ნახე რა დღეშია ))))
0
№7
21 აპრილი 2019 01:37
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ვაა, საღოლ :დდდ wink

იქნებ ლესტერი დაემართოთ და გაისად პრემიერლიგაც დადონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top