ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდების მიღების პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა. ექვსეულში "იუნაიტედის" ფორვარდი, მარკუს რეშფორდიც მოხვდა.
ახალგაზრდა ინგლისელის კონკურენტები რაჰიმ სტერლინგი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დეკლან რაისი, ბერნანდო სილვა და დევიდ ბრუკსი იქნებიან.
აქამდე აღნიშნული ჯილდო "მანჩესტერ იუნაიტედის" ექვს ფეხბურთელს, მარკ ჰიუზს, რაიან გიგზს, ლი შარპს, დევიდ ბექჰემს, უეინ რუნის და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ მოპოვებული.
გამარჯვებულის ვინაობა 28 აპრილს, "იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირების დასრულების შემდეგ, რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.