"ტოტენჰემმა" მეოთხედფნალში "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეძლო. "ჩელსი" და "არსენალი" კი კვლავ ევროპის ლიგაზე ასპარეზობენ. "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდა და მთელი კონცენტრაცია ახლა პრემიერ ლიგის დარჩენილი ხუთი მატჩისკენ მიმართა. თუმცა სოლსკიაერის აზრით, მხოლოდ ერთ ჩემპიონატზე კონცენტრაცია ფეხბურთელებისთვის მაინც დამატებითი მოტივაციაა და ისინი ამ ხუთ თამაშში თავის მაქსიმუმს გააკეთებენ.
"მგონია, რომ ეს დამატებითი მოტივაციაა. ვფიქრობ, სწორედ ესეთი მატჩები გსურს მაშინ, როცა ფეხბურთელი ხარ."
"რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდოდა ნახევარფინალში თამაში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა დარჩენილ ხუთ მატჩზე უნდა გადავერთოთ."
"ახლა რთული კვირა გვაქვს წინ, "ევერტონი", "სიტი", "ჩელსი"... მხოლოდ ისინი არიან ახლა ჩვენი სამიზნეები, სხვა არაფერზე აღარ უნდა ვიფიქროთ. წინ დიდებული კვირა გვაქვს და სხვა რამეზე საფიქრელად დრო აღარ გვრჩება."
"დიდებულია, როცა ასეთი მატჩები გელის წინ. ყველაფერი წამებში იცვლება და წარსული გავიწყდება, რადგან წინაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია."
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ "ბარსელონასთან" მარცხის შესახებ მატჩის შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ, უბრალოდ დავივიწყეთ ეს დღე. ჩვენ გამოვვარდით და ისევ გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ასე რომ ოთხეულში მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
"წინ ფანტასტიკური კვირა გველის. ფეხბურთელები ძალიან კარგად გრძნობენ თავს, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ვიცით, რომ ლივერპულში რთული მატჩი გველის, მაგრამ მზად ვართ."