თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2019, 18:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1618,
კომენტარები: 8
"რამდენიმე ფეხბურთელს შემოწმების გავლა მოუწევს"
ოლე გუნარი თავის ფეხბურთელებისა და ტრანსფერების შესახებ.
"ბარსელონასთან" 3-0 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ბრუნდება, სადაც "წითლები" ბოლო ორი მატჩია მარცხდებიან.

"მეთოფეებთან" დამარცხებამდე, ნორვეგიელს 17 მატჩიდან 14 მოგება ჰქონდა, მაგრამ "იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი ამით არ კმაყოფილდება და მისი თქმით, სტანდარტები უნდა გაიზარდოს.

"ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ფეხბურთელებსაც ძალიან კარგად გავეცანი. უმეტესობამ მართლა მომხიბლა მათი განწყობითა და შემართებით."

"რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომელთა შემოწმება მოგვიწევს, რათა გავიგოთ თუ რა დონეზე დგანან, მაგრამ უმეტესობამ იცის, რომ მათი გაუმჯობესება მხოლოდ და მხოლოდ ბევრ მუშაობაზეა დამოკიდებული."

სოლსკიაერს ჟურნალისეტბმა ენტონი მარსიალის შესახებ დაუსვეს კითხვები. ფრანგმა ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ოლე გუნარის განცხადებით, კლუბს ფორვარდის ბოლომდე სჯერა.

"მე ინდივიდუალურად ყველას ვესაუბრე, მათ შორის ენტონისაც. ყველას ვესაუბრე და ავუხსენი, თუ რას ველოდებით მათგან მე, დანარჩენი მწრთვნელები და ხელმძღვანელობა."

"ენტონი ძალიან ნიჭიერია, მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძალიან კარგად იცის, რომ მისი გვჯერა. უბრალოდ მუშაობა უნდა განაგრძოს. ყველამ, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, უნდა ეცადოს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს და ყველაფერი იდეალურად გააკეთოს."

"ენტონი არაფრით განსვხვადება რეშისგან, რომისგან, ალექსისისგან... ყველაზე მომხიბვლელი სწორედ ეს არის ახლა მათთვის - მხოლოდ მათზეა დამოკიდებული."

სოლსკიაერმა "ბარსელონასთან" გამართული მატჩის შემდეგ ახსენა, რომ კლუბის პროგრესი დიდ დროს წაიღებს. ეს უყურადღებოდ არ დარჩათ ჟურნალისტებს და პრესკონფერენციაზე ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ითხოვეს:

"მე კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ვუთხარი კიდეც, რომ რეალისტებად უნდა დავრჩეთ. ძალიან დიდი სამუშაოა გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ყველამ კარგად იცის. არ ხდება ისე, თითქოს ჩვენ შვიდ მსოფლიო დონის ფეხბურთელს შევიძენთ და მალევე ფორმაში ჩავდგებით. ჩვენ ახლა ვართ იქ, სადაც ვართ და ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ."

"რა თქმა უნდა, ზაფხულში ვიღაცებს შევიძენთ. ვიცი, რომ ამ თემის ირგვლივ ბევრი კრიტიკოსი ალაპარაკდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათ იციან თუ რას ვაკეთებთ ჩვენ გასაუმჯობესებლად. "

"ჩვენ სკაუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავუშვით, რათა კარგი ფეხბურთელები შევიძინოთ. ჩვენ შევიძენთ ფეხბურთელებს, რომლებიც ხასიათით, პიროვნულად, ხარისხით, უნარებით, ფასით ჩვენთვის მისაღები იქნება. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი მომავლის შეფასებაც გახლავთ, აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას იმას შეძლებს თუ არა ფეხბურთელი კლუბში დიდი ხნით დარჩენას."

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საუკეთესო ფეხბურთელები შევიძინოთ."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
19 აპრილი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
საეჭვოდ გაამახვილა ყურადღება ხასიათზე, პოგბას ხოარუპირებენ რამეს no
0
№2
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2019 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ყველაფერს გავაკეტებთ რათა საუკეთესო ფეხბურთელები შევიძინოთ love am
0
№3
19 აპრილი 2019 19:08
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
აუუ, რა კარგად იბაზრა... მიდი რა ოლე, მიდი რა... შენი იმედი გვაქ !!!
0
№4
ავტორი: 100%Red
19 აპრილი 2019 19:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
იმედი მომეცა love
მიდი ოლეე ! მძ##ერიანი ჯოხით უნდა გაყარო უსაქმურები am
1
№5
ავტორი: shotkin
19 აპრილი 2019 21:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ მარსიალის ნიჭიერებით ტვინი მოი **** უკვე და ეს კონტრაქტიც და თუ ისევ ნიჭიერ ბიჭუნად დარჩა ნა ცენზურა ეგრევე რა გუნდიდან ამოვიდა ყელში
0
№6
ავტორი: giorgi_mg
19 აპრილი 2019 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაღაც სტრანად ანამიოკებს
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
19 აპრილი 2019 22:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: shotkin
ამ მარსიალის ნიჭიერებით ტვინი მოი **** უკვე და ეს კონტრაქტიც და თუ ისევ ნიჭიერ ბიჭუნად დარჩა ნა ცენზურა ეგრევე რა გუნდიდან ამოვიდა ყელში

ათამაშონ 9ანზე და თუ ვერ ითამაშებს მარსიალი რეში პოგბა უნდა გაუშვან ნაცენზურაზე სამივე
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2019 14:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ველოდები ახალ ფეხბურთელებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top