თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2019, 18:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1415,
კომენტარები: 8
გუნდის სიახლეები "ევერტონთან" მატჩის წინ
ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება.
გუნდის სიახლეები
"იუნაიტედი" ლივერპულში დიდი განწყობით გაემართება. "წითლებმა" იციან, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად სამი ქულის მოპოვებაა საჭირო. ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "მანჩესტერ იუნატედს" რამდენიმე ტრავიმრებული ფეხბურთელი უბრუნდება. შემადგენლობას უბრუნდებიან ალექსის სანჩესი და ნემანია მატიჩიც, რომლებმაც დღვანდელი ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარეს.

"ჩვენ დღეს დილას ოცი ფეხბურთელი გვყავდა ვარჯიშზე და პლიუს მეკარეები, რაც ცუდი შედეგი საერთოდ არ არის."

"ნემანიამ და მატიჩმა გუშინ ძალიან კარგი ვარჯიში ჩაატარეს, ასე რომ სავარაუდოდ თამაშს ორივე შეძლებს."

ოლემ სიახლეები ანდერ ერერასა და ერიკ ბაიის შესახებაც მოგვაწოდა. ტრავმების გამო აპრილის თვეში არცერთს არ უვარჯიშია.

"გუნდი ტრავმების მხრივ უფრო და უფრო უკეთ გრძნობს თავს და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო."

"ანდერმა ვარჯიშების ჩატარება დაიწყო, ის აქამდეც ძალიან ბევრს მუშაობდა. რაც შეეხება ერიკ ბაიის, ის ამ შაბათ-კვირას შემოგვიერთდება. ანტონიოს შესახებ სიახლეები ჯერ კიდევ არ მაქვს, ვერაფერს გეტყვით."

ერიკ ბაიი და ანდერ ერერა შესაძლოა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსისთან" გასამართ მატჩებში ვიხილოთ. "წითლებს" საკმაორ რთული გრაფიკი აქვთ, რადგან "ევერტონის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" მოგერიება სამი დღის განმავლობაში უწევთ.

ლუკ შოუ მატჩის ჩატარებას ისევ ვერ შეძლებს, რადგან 10 ყვითელი ბარათის მიღების გამო პრემიერ ლიგაში მეორე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძაარ რთული თამაშები გველოდება და ბოლომდე უნდა დაიხარჯოს გუნდი
0
№2
19 აპრილი 2019 19:05
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
------მაკტომინეი------მატიჩი-------პოგბა------

ვნახოთ აბა მატიჩი როგორ დაბრუნდება, ძაან დიდი იმედი მაქვს, შეჭამოს უნდა ცენტრში ყველა.
0
№3
ავტორი: David_Beckham7
19 აპრილი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
იანგი თუ კიდე ათამაშა კიდევ წავაგებთ
2
№4
ავტორი: gogita1991
19 აპრილი 2019 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ისე რაც მატიჩი აღარ გვყავს ცენტრში დაგვეტყო ეგრევე თამაშის ხარისხზეც და შედეგებზეც
0
№5
ავტორი: shotkin
19 აპრილი 2019 21:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეჰ ოლე ოლ მაგ 20 კაციდან 90 ნაგავია და შენთვისვე უკეტესი იქნება წელსვე გაწმინდო გუნდი
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
19 აპრილი 2019 22:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: shotkin
ეჰ ოლე ოლ მაგ 20 კაციდან 90 ნაგავია და შენთვისვე უკეტესი იქნება წელსვე გაწმინდო გუნდი

არ გაწმენდს და დეკემბრამდე თვითონ აღმოჩნდება მოუს დღეში და წავა ნორვეგიაში
1
№7
ავტორი: K1llsw1tch
20 აპრილი 2019 02:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
გუნდში ძალიან დიდი წმენდაა ჩასატარებელი. ამ 20 ფეხბურთელიდან აბსოლუტური უმრავლესობა მართლა ჯართია. აკადემიით და ტრანსფერებით უნდა შეივსოს გამოთავისუფლებული სივრცე. დროა, ფერგის სატრანსფერო პოლიტიკა დაბრუნდეს კლუბში, რომლის ფარგლებშიც კლუბი უმთავრესად იძენდა ნიჭიერ, პერსპექტიულ და დიდი ხნით დასატოვებელ ახალგაზრდებს (მარტო რუნი და რონალდო რად ღირს) და მათ კრავდა ე.წ. "თილისმა" მოთამაშეებით და კარიერის პიკში მყოფი ლიდერებით (კანტონა, ვან დერ სარი, ვან პერსი და ბევრი სხვა), კლუბის ფილოსოფიის სრულ შეგნება-შენარჩუნებას კი უზრუნველყოფდა გუნდის მეორე ნაწილით, რომელსაც აკადემიაგამოვლილი ადგილობრივი ბიჭებით აკომპლექტებდა. ყველა ვხედავდით ამდენი წელი, რომ იდეალური სინთეზი იყო ეს ფერგის მიერ შემუშავებული გენიალური სისტემა და დიდი იმედი მაქვს, ოლე აღადგენს ამ პოლიტიკას და ამ წლებში ფერგის მაგალითზე შეუდგება გუნდის აწყობას და კლუბის პრინციპებზე გაზრდას.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2019 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიაზე ამხელა გაურკვევლობა რატოა, გასაგებია მიდის მარა ტრვმა აქვს ამდენ ხანს? ნაკრებში ითამაშა წინაზე არადა. ეჭვი მაქ ერერას შემტხვევაშიც მსგავსი რამე ხდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top