დავიდ დე ხეამ თავის თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა. "ნოუ კამპზე" მეორე გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა. საბოლოო ჯამში, კი ოლე გუნარის შეგირდება მატჩი 3-0 ანგარიშით წააგეს. ორი მატჩის ჯამში კი 4-0 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე სწორედ "იუნაიტედი" გავიდა.
როგორც "Sun" იტყობინება, ესპანელის აზრით, რომ არა მისი შეცდომა "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა.
"ატლეტიკოს" ყოფილმა მეკარემ მესის პირველ და კოუტინიოს გოლებს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ არგენტინელის მეორე გოლი ნამდვილად მის კისერზეა.
ესპანელის დაღონებული სახე მატჩის შემდეგ, ალბათ ყველამ შეამჩნია. შესაძლოა, გუნდში მისი დადანაშაულება არავის უფიქრია, მაგრამ თავად დე ხეა დამნაშავედ მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს.
ამ ყველაფრის პარალელურად სპეკულაციები დე ხეასა და "რეალ მადრიდზე" ისევ გრძელდება. ესპანელმა შესაძლოა, რომ "ოლდ ტრაფორდი" შემდეგ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. დავიდ დე ხეას კონტრაქტს ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.