თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 16:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 10
კოუტინიო რეშფორდის სანაცვლოდ?
ესპანელების შეთავაზება "იუნაიტედს".
კოუტინიო რეშფორდის სანაცვლოდ?
"მანჩესტერ იუნატედი" დიდი ხანია კოუტინიოთი ინტერესდება. ბრაზილიელი ახალგაზრდის გაყიდვას არც "ბარსელონა" ერიდება. თუმცა ესპანელების ინტერესს მარკუს რეშფორდი წარმოადგენს.

როგორც პრესაში იწერება, რეშფორდისა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ინგლისელი ხელფასის გაზრდას 200 000 ფუნტამდე ითხოვს, რაზეც ხელმძღვანელობა თანახმა არ არის, ასე რომ რეშფორდის გაყიდვა საკმაოდ რეალურად იქცა.

ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩება. მისი კონტრაქტი 2020 წელს იწურება.

"იუნაიტედი" კოუტინიოთი ინტერესდება, ხოლო "ბარსელონა" რეშფორდით. როგორც "Sky Sports" იტყობინება, ესპანელები ინგლისელებს რეშფორდის სანაცვლოდ თავიანთ ბრაზილიელს ფელიპე კოუტინიოს შესთავაზებენ.

წყარო: SkySports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: lasha001
18 აპრილი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
idialuri iqneba magram ar mjera
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 17:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჭორები
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
18 აპრილი 2019 17:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
მიუხედავად იმისა რომ რეშფორდი არ მევასება ეგ გარიგება მაინც სისულელე მგონია.ჯერ ერთი კოუტინიო არის შუშის და სულ ლაზარეთში და შესანახი გვყავს უკვე სანჩესი.მერე მეორე თუ რეშის გაშვებაზეა ლაპარაკი გაყიდონ სანამ ფასი აქვს და უკვე აღებული ფულით აზრიანი ტრანსფერები გააკეთონ.არ უნდა დაუმიზნო მაინცდამაინც აზარს მბაპეს და ნეიმარს.მაგალითისთვის ლეროი სანეს ნაირი მარცხენა ვინგერი ბევრია დღეს მსოფლიოში?არა.რამდენად იყიდა სიტიმ?იმდენად ნაღდად არა რამდენსაც ჩვენ ვურახუნებთ.ბრუნო ფერნანდეში თუნდაც ისკო თუნდაც გორეცკა თუნდაც თუნდაც რამდენი შეიძკება ჩამოითვალოს ფელიქსი იქეთ.მოკლედ ჭკვიანური სტრატეგია უნდა დაიდოს სათამაშო სტილის და შესაბამისი ტრანსფერები მის შედეგად გაკეთდეს.თორე მოგვყავს და მერე ან ადგილს ვერ ვპოულობთ მათთვის ან სტილს აღარ ედარება.მერე ვიძახით რავა ყველა აქ სირდებათქო
0
№4
ავტორი: gogita1991
18 აპრილი 2019 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
აგერ ტოტენჰემის სონი ძმაო რა კვირაში 200 000 ლარი და ოცს უხდიან მემგონი და რა სეზონი აქ ტიპს სუ არ ეტყობა კეინის არ ყოფნა გუნდს ეგეთი გუნდი ჩვენ რო გვყავდეს დავიწყებდით ხალხი არ გვყავსო არადა მახსოვს ფერგი კლევერლებით იგებდა პრემიერლიგას აქ ყველას ფულის გაკეთება უნდა და რა ხდება ჩინური კლუბი ვართ თუ რა არი ყველაფულის გამო რო თამაშობს? არ მინდა არც ეს კოუტინიო მოიყვანონ ვინმე ჟილკიანი რომელიც სულს და გულს დადებს მოედანზე აი მაკტომინეი რომელი კლასნი ეხლა ეგაა მარა თავისი შემართებით ბარსას ნახევარმცველებს არაფერი დაუთმო თუ არ აჯობა კიდეც
0
№5
ავტორი: dybbuk
18 აპრილი 2019 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
ეს ბარტერი იქნება სრული უაზრობა, მაგ ერთმა გოლმა ილუზია არ უნდა შექმნას რომ კოუტინიოს მოყვანით საქმე მოგვარდება, სანჩესის ისტორია განმეორდება, რატომღაც ამაში დარწმუნებული ვარ. აი რაც შეეხება რეშფორდს, კი არის მანიუს აკადემიის აღზრდილი და ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს მისი სკოლის ბიჭების დაწინაურებას, მაგრამ ძაან ლეღვი ტიპია, რეალთან სუპერთასზე გამაზა და წავაგეთ, აგერ პირველ წუთზეც იგივე ქნა და წავაგეთ(არადა ეგ გოლი რომ გასულიყო, აბსოლუტურად სხვა თამაში წავიდოდა), ესეთ თამაშებში ერთი-ერთზე კიარა ნახევარმომენტები უნდა გამოიყენო თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო. ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს და ისედაც ბევრი ფეხბურთელია როგორც მოსაყვანი ისე გასაშვები და ჯობია 100ლიმონად გაუშვან(მაგდენს იხდისო ბარსაო და რავი). ეს გლეიზერები მაგარი კრიჟანი ხალხია და გაიყდულიდან დამატებული თანხით თუ იზავენ რამეს თორე ამ გუნდს 200 და 300 მილიონი ფეხზე ვერ დააყენებს ისეა გაზრდილი ფასები ბაზარზე. აი საული აუცილებლად მოსაყვანია, რაბიო საერთოდ უფასოდაა, დელიხტი არის ეხა ჯეკპოტი ყველა გრანდისთვის, კულიბალიც დაამატონ ზემოდან და ფელიში ბენფიკადან(საოცარი ბიჭია), ამ ფანჯარაზე მეტს ვერც იყიდიან და ეს ბისაკა კიდე ხურდები ღირს და მოაყოლონ ეგეც, ხო უნდა დამთავრდეს ამ იანგის ფაფხური ბოლობოლო ამ გუნდში, მოკლედ მაგარი სამუშაოა და ფულის დაზოგვით არაფერი არ გამოვა და ლიგის მიღმა დარჩენა კიდე მომავალ წელს დაგვტოვებს გრინვუდების და ჩონგების იმედად, ამ პატარა ბიჭების საწინააღმდეგო ჯერ არაფერი მაქვს მაგრამ მათ იმედზე რისი მოგრბა შეიძლება ყველა ვხვდებით
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
18 აპრილი 2019 19:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: dybbuk

100%
0
№7
ავტორი: Svanchester
18 აპრილი 2019 20:07
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ზოგადად ჩვენ გულშემატკივრებს რეშფორდის "მანჩესტერული" კარიერია, ფაქტი ერთია, "იუნაიტედში" რეში მიიჩნევა პერსპექტიულ ფეხბურთელად, იმ პერსპექტიულ ფეხბურთელად რომელიც წლების მანძილზე კლუბისთვის შეუტევს და განვითარდება, არმგონია რეშფორდზე დაწერილი ნებისმიერი ჭორი იყოს სიმართლე, არმგონია მისი წასვლა დღის წესრიგში კიდევ რამოდენიმე წელი დადგეს, ყველა იმის მოლოდინშია, რომ მომავალი სეზონიდან დაიწყებს თამაშს მიაღწევს მაღალ დონეს და აფეთქდება მაგრამ ჯერჯერობით რეშფორდს ძალიან ბევრის დამტკიცება სჭირდბა იმედია დაამტკიცებს დასამტკიცებელს. ყოველი სეზონის ბოლოს იმაზე ფიქრი, რომ მომავალ სეზონებში ფეხბურთელი ათამაშდება და მიაღწევს ტოპ დონეს თვალებში ნაცარის შეყრა არ გამოგვივიდეს.
0
№8
ავტორი: mishiko1
18 აპრილი 2019 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არ უნდა გააჩერონ ფეხბურთელი რომელიც კლუბს არ აფასებს რაშფორდს აქ აფერი ისეთი არ გაუკეთებია ჯერ ამხელა ხელფასს რომ ითხოვს თუ ვინმე კარგ თანხას გადაიხდის უნდა გაყიდონ ძირითადში გარანტიას რომ ითხოვს და ბარსაში წასვლით იმუქრება ბარსაში რა გონია მაგის გამო სუარესს სკამზე დასვამენ?.
0
№9
ავტორი: Malboro463
18 აპრილი 2019 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
Adrec vamblbdi da exlac davwer manchesfershi fexburtelebi fuchdebian. Aset mwvrtvnelebis xelshi axalgazrdebi ver izrdebian ramdenma ganicada da dgesac ganicdis regress
Yvelaferi shesacvlelia
0
№10
ავტორი: temo-scholes
19 აპრილი 2019 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
გასაშვებია: ყლიანგი!!!! როხო, დარმიანი, ვალენსია, ჯონსი, მატიჩი, ფრედი, სანჩესი!!!!

სიამოვნებით ვისურვებდი: ნერესი აიაქსიდან, ზიეჩი, ტადიჩი, დე ლიხტი, სონი ტოტედან, სანჩო, დიბალა, კანსელო, ერიკსენი, კულიბალი, ჟოაო ფელიქსი, ფერნანდეში, რებიჩი, კოსტიჩი, პერისიჩი

რამდენი ვარიანტია და ესენი რას შვებიან...))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top