თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 11:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 20
რეშფორდთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ახალგაზრდა ფორვარდმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა.
რეშფორდთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
მარკუს რეშფორდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ოლე გუნარ სოლსკიაერს ინგლისელის შენარჩუნება სურს, თუმცა თავად რეშფორდი ხელფასის გაზრდას ითხოვს.

რეშფორდის მომავალს პრესა "ბარსელონასაც" უკავშირებდა. თუმცა "იუნაიტედი" მკაცრად აცხადედა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი არ იყიდება.

რეშფორდს "ოლდ ტრაფორდთან" ერთწლიანი კონტრაქტი ეწურება, რომელსაც ვადა შემდეგი სეზონის ბოლოს გასდის. თუმცა მის წარმომადგენლებს ახლავე სურთ პრობლემების მოგვარება და ფეხბურთელის მომავალის გადაწყვეტა.

წარმომადგენლების განცადებით, რეშფორდი კვირაში 200 000 ფუნტის ოდენობით ანაზღაურებას ითხოვს.

ინგლისელი ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ გუნდის ცენტრალურ ფიგურად იქცა, თუმცა ხელფასის ამ რაოდენობით გაზრდის მოთხოვნა ხელმძღვანელობას ამწუხრებს.

როგორც "Daily Mail" წერს, მიუხედავად მაღალი ხელფასის მოთხოვნისა რეშფორდი კვლავ "ბარსელონას" სამიზნედ რჩება და ესპანელები მზად არიან ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ შეიძინონ ახალგაზრდა ფორვარდი.
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
18 აპრილი 2019 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ბარსელონა თუ იყიდის, ეს ყველაზე ცუდი რეშფორდისთვის იქნება და წესით უნდა ხვდებოდეს რეში ამას, ჩაკლავენ ამ ბიჭს ტყუილად. ხელფასს რაც შეეხება, არ ვიცი რამდენი უნდა ქონდეს წესით მარა ახალგაზრდა პერსპექტიულ ტალანტს რამდენიც უნდა ქონდეს იმდენი უნდა მისცენ და არა იმდენი რამდენიც ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს, რადგან ამ კონდიციამდე რეშს ბევრი აკლია, ჯერ კიდევ არის კითხვები ეს ბიჭი საერთოდ გაამართლებს თუ არა. მოკლედ ჩემი პირადი მოსაზრებით თუ ვინმე 100 მილიონად წაიყვანს, რაც ბარსაზე გავრცელდა ხმები, რო ამდენს იხდიან, წაიყვანონ ღმერთმა შეარგოთ, 100 მილიონად ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს მოვიყვანთ, ამიტომ ამის წასვლა ტრაგედია არ იქნება.
1
№2
ავტორი: giorgi_mg
18 აპრილი 2019 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჯერ მიზანი გაასწორე, კარში დარტყმა ისწავლე და მერე მოითხოვე. მეწველ ძროხას ემსგავსება ეს გუნდი უკვე.
3
№3
ავტორი: Mike
18 აპრილი 2019 12:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ესენი რო რამეს აკეთებდნენ ხო გადაგვჭამდნენ ტო

1
№4
ავტორი: JuanMata
18 აპრილი 2019 12:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არავის არ უნდა მოკლედ აქ ყოფნა, მარტო ფული უნდათ. პახოდუ იდიოტი ხელმძღვანელობა ჰყავს კლუბს.

ვუდვორდი ჩააგდონ სადმე მანჩესტერის შახტაში, მოიყვანონ სპორტული, ტექნიკური, როგორიც უნდათ ისეთი დირექტორი, რომელსაც ესმის ფეხბურთი და იცის რას აკეთებს. ოლეს მისცენ შემდეგ სეზონში დრო და 300 ლიმონი ტრანსფერებზე.
თუ რამე შედეგი ჰქონდა, თუნდაც თამაშის მხრივ, დატოვონ. თუ ისევ ეს მახინჯი უაზრო ფეხბურთი ითამაშეს და არ ვიცი, აღარ შველებია მაშინ ამ გუნდს არაფერი.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი ცუდი სტიუაცია არ ვიცი მოკლედ... ყველას კონტრაქტის პრობმები აქვს, ყველა ხელფასის მომატებას ითხოვს, ყველა წასვლით იმუქრება. ერთი გაფიცვებიღა დარჩა მარა ისე თამაშობენ ამ ბოლო დროს გაფიცვაა ეგ უკვე აბა რაარი.
0
№6
ავტორი: gaga1987
18 აპრილი 2019 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვაფშე ყველა უნდა გაუშვა ვისაც აქ არუნდა.არაქვს მნიშვნელობა დეხეა იქნება თუ პოგბა ან რეშფორდი.ფულის გამო ვინც ითამაშებს აქ არასდროს შედეგი არიქნება.სისხლს გვრიდნენ და ისე შემართებით თამაშობდნენ ამგუნდის ლეგენდები.ამათ რომ უყურებ იმენა მრცხვენია.უნამუსოები და მუქთახორები არიან.
3
№7
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ყველა უნდა გაყარო ვისი პრიორიტეტიც ფული იქნება ნუ რათქმა უნდა ზღვარს გაცდენილი
2
№8
ავტორი: men1me
18 აპრილი 2019 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ნახმელერემ აქედან.ბევრჯერ ვთქვი და კიდე ვამბობ ეს პიჟონი არის ველბეკის პატენტი ვერსია,გასაყიდია სანამ ფასი აქვს.პლიუს ერთი შავით ნაკლები
0
№9
ავტორი: zuranistelroy
18 აპრილი 2019 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ვისაც არ უნდა მანიუში თამაში გასაშვებია ესე და პოგბაც თუარ უნდა...... ვაფშე კიდიათ გუნდი არ იციან როგორ შეუტიონ.....რა უბედურებაა ეს სირთა ჯოგია რომელთაც მარტო ფული უნდა აგერ ტოტეს შევხედოთ როგორ გულიანად თამაშობდნენ შეიძლება წააგო მაგრამ ჟილკით ითამაშო ამათ რა ეტყობოდათ ამათი უთავმოყვარეო....... ვაფშე ცოტა ხანს მარსიალი ათამაშონ 9 ზე თავიდან 9 ზე ათამაშებდნენ და კარგად უბერავდა...... და დეჰეა დასვან ცოტა ხანს სკამზე მოვა აზრზე თუარ უნდა წავიდეს ერთი მაგისიც თავში აუვარდა ამასაც....ელემენტალური ბურთის გათამაშება არ იციან.... რა უბედურებააა ეს..... აკადემიიდან მიცეს შანსი ოლემ ბიჭებს ათამაშოს გრინვუდი ჩონგი გომესი უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ ცადოს რამე ისე ითამაშეს ბარსასთან ფეხბურთი შეგზიზღდებოდა.....
0
№10
ავტორი: 100%Red
18 აპრილი 2019 14:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ამ ასაკის ხალხს ყოველ ახალ თმაშში პროგრესი უნდა ეტყობოდეს
ეს რეგრესირებს
პსჟს მერე წავიდა ქვევით
რავი მე აღარ მჯერე ამის
ეჰ რა 10იანი გვყაბდა, დაგა##ი მოუ რუნი არ დატოვებისთვის, ეჰ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top