თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 23:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1598,
კომენტარები: 4
"მესის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია"
ალექსის სანჩესმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"იუნაიტედი" "ბარსელონასთან" ჩატარებულ განმეორებით მატჩში სამი ბურთის სხვაობით დამარცხდა. დუბლი არგენტინელმა ფორვარდმა შეასრულა. ალექსის სანჩესმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მესის შეჩერების ძალა უბრალოდ არ შესწევდა:

"მათ ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ ბევრი კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ეს ჩემპიონთა ლიგაა..."

"თუ რაღაცას არასწორად გააკეთებ, ან უბრალოდ ფეხი დაგიცდება, მოწინააღმდეგე ამას აუცილებლად გამოიყენებს და დაგამარცხებს. სწორედ ეს გააკეთა "ბარსელონამ".

"სიმართლე ის არის, რომ პირველი გოლი ულამაზესი გოლი იყო. ლეო ლეოა, ყველამ ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ყოველთვის ასე იქცევა. ლეო "ბარსელონაში" ძალიან ბედნიერია. საოცარ მატჩებს ატარებს და მასთან ერთად გუნდიც ძალიან კარგად თამაშობს."

30 წლის ფორვარდმა ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა თავისი ყოფილი გუნდის "ბარსელონას" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩილელს მუხლის ტრავმა აწუხებდა, თუმცა "ნოუ კამპზე" ძალიან კარგად წარსდგა და საგოლე მომენტიც შექმნა.


წყარო: Metro.co.uk
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Martla chveulebrivi ambavia mag teslakistvis Egeti golebi
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 01:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მგონია რო სანჩესმა უნდა დაიწყოს ევერტონთან ძირითადიდან, რაშფორდი, ლინგარდი, მარსიალი უკვე ძაან აჭრილები არიან.
0
№3
18 აპრილი 2019 01:39
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ვნახოთ აბა ევერტონთან რას იზამს, მანდ გამოჩნდება სულყველაფერი... მე მაინც მგონია რომ კარგად დაბრუნდება, იქნებ მაგ ტრავმამ შეცვალოს ;დდდ
0
№4
ავტორი: krekera
19 აპრილი 2019 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ლინგარდიც, მარისალიც და რეშფორდიც გასაყიდი და მოსაშორებელია.. 3-4 წელი რომ ელოდები ფეხბურთელი გახსნას და განვითარებას ეს უკვე თავის მოტყუება და მარაზმია... შეტევა არის მთლიანად გამოსაცვლელი ძალიან სამარცხვინო ხალხი გვყავს...
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top