თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 23:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1575,
კომენტარები: 4
გუნდის სიახლეები "ევერტონთან" მატჩის წინ
ვინ შეძლებს თამაშს "ევერტონთან".
გუნდის სიახლეები
ალექსის სანჩესი კვირას შესაძლოა, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" შაბათს "ევერტონს" დაუპირისპირდება.

ჩილელი ვინგერი ლიგის მიღმა მარტის დასაწყისიდანაა. სანჩესმა მუხლის ტრავმა "საუთჰემპტონთან" მიიღო. ბოლო შვიდი მატჩის გამოტოვების შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 15 წუთი ჩაატარა. ოლე გუნარის განცხადებით კი ალექსისი უკვე კარგ ფორმაშია:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის 15 წუთი მოედანზე გაეტარებინა, როგორც მისი მენტალობისთვის, ასევე ფიზიკურად მზად ყოფნისთვისაც. მან ძალიან კარგად იცის, რომ მუხლი უკეთ აქვს. ალექსისი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან. ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება და ოთხეულში მოსახვედრად თავის წვლილს შეიტანს."

ერთი ფეხბურთელი, რომელიც უეჭველად გამოტოვებს ამ მატჩს ლუკ შოუა. მცველმა 10 ყვითელი ბარათის შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, "ევერტონთან" ჩატარებული მატჩი კი მეორეა, თუმცა ეშლი იანგი უკვე მზად იქნება და თამაშის ჩატარებასაც შეძლებს.

მარკუს როხო შოუს არყოფნის დროს მარცხენა მცველის პოზიციას იკავებდა, ასე რომ, შესაძლოა, არგენტინელმა იგივე პოზიცია დაიკავოს.

რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, "იუნაიტედი" ერიკ ბაიის უნდა დაელოდოს, რომელსაც სანაკრებო შესვენებებზე მიღებული თავის ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

ნახევარმცველთაგან, ნემანია მატიჩი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და "ბარსელონასთან" სკამსაც იკავებდა. ნემანიას მარტის ბოლოდან არ უთამაშია, მაგრამ, დიდი ალბათობით, სოლსკიაერის დახმარებას სეზონის ბოლო მატჩებში შეძლებს.

თუმცა ამ კვირის თამაშები ანდერ ერერასთვის ჯერ კიდევ ადრეა. ესპანელი გუნდს "ევერტონთან" ვერ დაეხმარება. ოლეს მიერ მოწოდებული ბოლო სიახლის მიხედვით ესპანელი "ჩელსისთან", ან "სიტისთან" დაბრუნდება, თუმცა ნორვეგიელი ვერც ამაზე იძლევა ზუსტ პასუხს.


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ
4 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
18 აპრილი 2019 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არ მჯერა მე ამ კაცის და გახადეთ ეს 7 ნომერი რა გააბანძეს ყველას აცვამენ ოღონდ ფული გააკეთონ
0
№2
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midit exla otxeulshi unda shevidet Uechveli ...
0
№3
18 აპრილი 2019 01:28
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
სრული კონცენტრაცია, სრული მობილიზება... ხელს არაფერი გვიშლის, 4-ეულში უნდა შევიდეთ. 1-3 ან 0-2 მგონია ეს თამაში, მოკლედ მარტივი 3 ქულა გვინდა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 01:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუმაც კიდე რა დრო მიიღო დისკუალიფიკაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top