თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2019, 19:08
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1441,
კომენტარები: 10
ფერდინანდი: "ეს იყო ინდივიდუალური მატჩი, სადაც მესის შეჩერება ვერავინ მოახერხა"
ფერდინანდმა "ბარსასა" და "იუნაიტედს" შორის გამართული შეხევდრა შეაფასა.
ფერდინანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კატალონიის "ბარსელონასთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა და ლიონელ მესის საოცარი თამაში აღნიშნა. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელმა თავდამსხმელმა "ეშმაკების" წინააღმდეგ ორი გოლის გატანა მოახერხა.

"ძალიან ბევრი მატჩი მინახავს, მათ შორის ინდივიდუალური, სადაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელი საოცარ თამაშს აჩვენებს და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვს."

"ვფიქრობ, ეს მათ შორის საუკეთესო იყო, რადგან ლიონელ მესიმ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება არაჩვეულებრივად მოახდინა."

"ვინც მატჩს უყურა, აუცილებლად დამეთანხმება, რომ არგენტინელი საოცარი საფეხბურთო ნიჭის პატრონია. ის უბრალოდ ძალიან მაგარი მოთამაშეა და ამას ვერავინ უარყოფს."
, - განაცხადა რიო ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ინგლისელი მცველი, "ეშმაკების" მაისურით, 2002-2014 წლებში თამაშობდა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2019 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Madlobeli var Ro Im epoqashi vart sadac ronaldos da mesis tamashebs vuyurebt da bla bla bla gasagebia da martla madloba magram daamtavrebs karieras da moetyneba barselonas gamzdeli:)))
0
№2
17 აპრილი 2019 19:18
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ჩვენ საიტთან კავშირში არაა და არდამიწერია, თორემ ისიც კი თქვა ლივერპული-ბარსელონა იქნება ნახევარფინალი და ლივერპული გავაო. და ვაფშე, წელს ლივერპული მოიგებს ჩემპ ლიგასო :დდდ მაგრად გამიტყდა, არ ველოდი ((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
17 აპრილი 2019 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ლუკა ბერაია
ჩვენ საიტთან კავშირში არაა და არდამიწერია, თორემ ისიც კი თქვა ლივერპული-ბარსელონა იქნება ნახევარფინალი და ლივერპული გავაო. და ვაფშე, წელს ლივერპული მოიგებს ჩემპ ლიგასო :დდდ მაგრად გამიტყდა, არ ველოდი ((


გაგვიტყდა ერთია მარა მოულოდნელი ან სენსაცია ნამდვილად არ იქნება თუ მოიგებს wink
0
№4
17 აპრილი 2019 19:47
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: SANDROGRIGA
გაგვიტყდა ერთია მარა მოულოდნელი ან სენსაცია ნამდვილად არ იქნება თუ მოიგებს


პორტუმ არ დააჭედოს დღეს :დ ხო, ისე წელს აიაქსმა მინდა მოიგოს. მაგარი ბიჭები არიან რა, რესპექტი ^^ ვუბალეიშიკებ აიაქსს, სერიოზული გუნდია და თუ გაქაჩავენ გამისწორდება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 აპრილი 2019 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ლუკა ბერაია
ციტატა: SANDROGRIGA
გაგვიტყდა ერთია მარა მოულოდნელი ან სენსაცია ნამდვილად არ იქნება თუ მოიგებს


პორტუმ არ დააჭედოს დღეს :დ ხო, ისე წელს აიაქსმა მინდა მოიგოს. მაგარი ბიჭები არიან რა, რესპექტი ^^ ვუბალეიშიკებ აიაქსს, სერიოზული გუნდია და თუ გაქაჩავენ გამისწორდება


აიაქსი მართლა აღსანიშნავია, ვისაც ფეხბურთი უყვარს შეუძლებელია ეს აიაქსი არ მოწონდეს. ამ პრაგმატიზმის ხანაში გამოდიან და ლაღად უბერავენ,
0
№6
ავტორი: giorgi_mg
17 აპრილი 2019 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რიო კაი კაცია, ნამდვილი წითელი ეშმაკია, ასეთი ადამინები აკლია ამ გუნდს
0
№7
ავტორი: datasta25
17 აპრილი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რიო მოდი დაიჯვი რა ჩემო ძმაო, შეირგე რო ყველას გვიყვარხარ და ფილოსოფია ტაქტიკა და ანალიტიკა კიდე შენი არარის რა. მესიმ მოგვიგო არა ჩემი ცენზურა, მოგვიგო მთლიანად გუნდმა, არც პირველი გოლი იყო სასწაულებრივი და მეორეზე საუბარი ზედმეტია, ერთ მომენტში ჯონსი ააბურთავა და აუუუჰჰჰ უცხოპლანეტელი. მაგარია და გასაგებია მარა ამ თამაშში არაფერი განსაკუთრებული არუქნია, ეტყობა ამას თავისი პერიოდი ახსენდება მართლა მარტო რო უგებდა მესი და როვერ აჩერებდა მთელი მანჩესტერი
0
№8
ავტორი: JuanMata
17 აპრილი 2019 21:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მესის კი არა იანგის შეჩერებას ვერ ვახერხებთ
0
№9
ავტორი: mishiko1
17 აპრილი 2019 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
სამწუხაროა ჩვენი წაგება მაგრამ ლოგიკური, ბარსა ჩვენზე კლასით ერთი თავით მაღლა დგას პლუს მესი, იმედია ახალი სეზონისთვის შეიძენს გუნდის ხელმძღვანელობა კარგ ფეხბურთელებს მინიმუმ ხუთი კარგი ფეხბურთელი გვჭირდება და ერთი კარგი ცენტრ ფორვარდი ლუკაკუ ძან მძიმე თავდასხმელია ჩვენ უფრო მოქნილი და სხარტი თავდამსხმელი გვჭირდება.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
17 აპრილი 2019 21:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ცივი გონებით რო გადავხედოთ გუშინდელ თამაშს.როგორ გავცდით პსჟს?რეალურად მეორე წუთზე გატანილი და ბოლო პენალტის შედეგად.წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ რეშს სრულად თავდამსხმელისთვის გაუმართლებლად არ დაერტყა და გაეტანა(ვფიქრობ ლუკაკუ იმ სიტუაციაში უკეთ ნაღდად დაარტყამდა).ანგარიში ხდებოდა 1:0 და ანგარიში საყაიმო განსხვავებით პსჟსთან სადაც გასატანი კიდევ გვქონდა.ასეთ სიტუაციაში გუბდი სრულად უკან დაიხევდა,ბარსას გასატანი ექნებოდა და დაგვაწვებოდა მაგრამ ავტობუსის გამტეხი დიდად ბარსა წელს რო არაა ეგ ბევრჯერ ვნახეთ. შანსები ბევრი გაჩნდებოდა.ამ დროს რა ხდება?ხდება ის რომ იანგი უბრალოდ იწყებს ფაფხურს და კარგავს ბურთს და ვეღარ აჩერებენ მესის.ზოგადად ძალიან მიკვირს თამაშამდე როცა ბარსას თამაშს განიხილავდნენ დეხეას არ უყურებია არცერთხელ ასეთ სიტუაციაში მესი რომ გარე კუთხეში ურტყამს?მეორე გოლზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ.მესმის 2:0ზე ყურებჩამოყრილი ხარ მაგრამ პრესტიჟის გოლი რას ნიშნავს იციან საერთოდ ამ საქონლებმა ნეტა?ახლა ადგება იანგი და სწრაფი გოლიო დაიწყებს ბჟუტურს და გატანა კი არა სწრაფი გოლი თან ორი არ უნდა გაუშვა შენი ფაფხურის გამო.მოკლედ ის ხდება რაც ყველაზე მეტად არ მინდა.ლივერპული ჯერ პორტო გაიაროს და ბარსას იმას არ აპატიებს რაც ჩვენ ვაპატიეთ.მეორე სართულის დომინანტობა ვერ გამოვიყენეთ ვერაფერში,შეცვლები ყველა დავაგვიანეთ და რაც მთავარია კაპიტნად ისეთი გვყავს რაც ამბიცია უნდა გვქონდეს რეალურად.ეგაა მოკლე ანალიზი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top