თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2019, 15:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 6
"ფეხბურთში იმას იღებ, რასაც იმსახურებ. ჩვენ მოგება უნდა დავიმსახუროთ"
ოლე გუნარის განცხადებით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებიდან ოცი წლის შემდეგნ ოლე გუნარ სოლსკიაერი "ნოუ კამპზე" ბრუნდება. ნორვეგიელის განცხადებით, "წითლები" იღბალს არ უნდა ენდონ.

სოლსკიაერმა 1999 წელს, "იუნაიტედის" 20 ნომერი მაისურით დაუჯერებელი გოლი გაუტანა მეტოქეს და "წითლებმა" ქამბექის წყალობით ლიგის თასი მოიგეს. თუმცა მწრთვნელის რანგში სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრას დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეს, რადგან ეს განსხვავებული გუნდია, განსხვავებული მეტოქითა და განსხვავებული სიტუაციით.

"მე ზოგადად მჯერა, რომ ყოვეთვის იმას იღებ, რასაც იმსახურებ. თუ თქვენ ამ ყველაფერში თქვენს სიცოცხლეს, ყველაფერს ჩადებთ რაც თქვენ გეკუთვნით, მაშინ აუცილებლად მიიღებ იმას, რაც დაიმსახურე და რამდენიც გაიღე. ყველაფერი უბრალოდ უნდა დაიმსახურო."

სოლსკიაერის განცხადებით, "იუნაიტედისთვის" დასრულებული ჯერ კიდევ არაფერია და არ ადარდებს რომელ წუთზე მოიპოვებს გამარჯვებას. ნორვეგიელის თქმით, მისი ბიჭები გამოწვევისთვის მზად არიან.

"თამაშის ბოლომდე დაკარგული არაფერი არაა. არ აქვს მნიშვნელობა პირველი წუთია, თუ 93-ე. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბიჭები ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებენ, მანამ სანამ მართლა რეალურად არ დასრულდება ყველაფერი."

"რა თქმა უნდა, პარიზული მოგონებები ფეხბურთელებს დაეხმარება, როგორც გუნდმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაფრის შემობრუნება შეიძლება."

"ბარსელონა" "ნოუ კამპზე" სრულიად სხვაგვარი გამოწვევაა. ამ ღამის მოგონება ფეხბურთელებს მთელი ცხოვრება გაჰყვება. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა."


წყარო: SkySports
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
16 აპრილი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ყველაფერი შეიძლება, პსჟ-ს გადალახვა უფრო დიდი სასწაული იყო ვიდრე ამის გადალახვა იქნება, მე ეგრე მგონია, შესაბამისად ბარსას გაცდენა მე ოცნება და ფანტაზია არ მგონია, რეალურად შესაძლებელია ეგ. დიდი იმედი მაქვს ოლემ და ფელანმა რაღაც ძალიან ჭკვიანური მოიფიქრეს, ვნახოთ.

შემტევებო რამე გაისროლეთ გთხოოოვთთთთთ
1
№2
ავტორი: 100%Red
16 აპრილი 2019 16:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რეში და ლუკაკუ უნდა იყვნენ მკვლელებეეე
ბევრიშანსი არ გვექნება და რაც იქნება უნდა გამოიყენონ
0
№3
16 აპრილი 2019 19:24
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
აი ბარსას ფანები რო ბლატაობენ, რო იჭიმებიან და ფარჩაკებს გვეძახიან მაგაზე ვგიჟდები. მიდით რა ბიჭებო, მიდით რა. 2009-2011-ის რევანში გვინდა, 1-2 დაიდოს
0
№4
ავტორი: ikeoni
16 აპრილი 2019 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ოღონდ ეს თამაში მოიგეთ ოღონდ ეს თამაში am love
0
№5
ავტორი: meladze-manutd
16 აპრილი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
midiit bicheboo
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაღალი ხარისხის თამაში უნდა აჩვენონ, დანარჩენი ვნახოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top