ოლე გუნარ სოლსკიაერი "იუნაიტედის" მთავარ პრობლემებზე საუბრობს.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედის" სისუსტეებზე ისაუბრა და შეეხო დეტალებს, რომლის გამოსწორებაც "წითლებმა" "ბარსელონასთან" მატჩისთვის უნდა შეძლონ.
"ნოუ კამპზე" სტუმრობის წინ ყველანაირი მომზადება დასრულდა. კატალონიელებმა "იუნაიტედი" თავისივე სახლში 1-0 ანგარიშით დაამარცხეს.
შიდა ჩემპიონატში "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ჩატარებულ ბოლო 30 მატჩში დაუმარცხებელია, რაც ყველა დროის რეკორდია. ესპანელებმა 38 გასვლითი მატჩების მოგების შემდეგ, 36 შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლეს. ამ ეტაპზე მათი ბოლო მარცხი "ნოუ კამპზე" 2013 წელს "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხებაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" თავისი თამაშის ხარისხი მანჩესტერში უკვე გამოავლნა, ოლეს სჯერა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ფეხბურთელებს ბევრი გამოწვევის მიღება მოუწევთ "ნოუ კამპზე".
"ჩვენ მეტი ხარისხი გვჭირდება თავისი გადაკვეთებითა და მომენტების დასრულებით. შესაძლოა, იმაზე მეტი რწმენა გვჭირდება, ვიდრე გვქონდა. პირველი 15 წუთი დიდი პატივისცემა მივიღეთ მეტოქისგან, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ ბურთის დაჭერა."
"მიუხედავად ამისა, ჩვენ რამდენიმე რეალური შანსი გვქონდა, ვგულისხმობ მარკუსისა და პოგბას მომენტებს, ასე რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთი ან ორი ბურთის გატანასთან მანამ სანამ ისინი გაიტანდნენ."
"ბარსელონა" ნოემბერში "რეალ ბეტისთან" 4-3 ანგარიშით დამარცხდა, ასე რომ ისინი დაუმარცხებლები არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს "იუნაიტედისთვის" დიდი გამოწვევაა, პსჟ-ს ბოლო პროგრესი ამტკიცებს და ოპტიმიზმს გვაძლევს იმისა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
"ჩვენ რწმენას გავზრდით და საკუთარ თავს ვენდობით. ჩვენ გვჯერა ჩვენი გეგმის და ამ ყველაფრის გადალახვის."
"ვიცით, რომ ამ მატჩის მოგება გვჭირდება."
წყარო:
ManUtd.com