"ბარსელონას" მთავარი მწრთვნელი ერნესტო ვალვერდე "იუნაიტედთან" გასამართ მატჩზე საუბრობს. ის არც თუ ისე დიდი მოლოდინებით არის და ამ მატჩს დიდი სერიოზულობით ეკიდება. ვალვერდე მიიჩნევს, რომ უპირატესობა მას საერთოდ არ აქვს და "იუნაიტედისთვის" არაფერია დასრულებული. "ჩვენ მათ შედეგებს თვალი გადავავლეთ და ძალიან კარგად ვიცით, რა გაუკეთებიათ გასვლით მატჩებზე."
"ჩემპიონთა ლიგაზე მათ სამი გასვლითი მატჩი მოიგეს და გოლების უმეტესობა ბოლო წუთებზე გავიდა, ამას უნდა ვუფრთხილდეთ."
"ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანა უკვე მოვახერხეთ, მაგრამ ეს საოცარი შედეგი არ არის, არ ნიშნავს, რომ უკვე გამარჯვებულები ვრთ. ჩვენ ჩვენი მატჩი უნდა ვითამაშოთ, ჩვენი სტილით და ვეცადოთ, რომ კარი მშრალად შევინახოთ."
"ჩვენი იდეა არის ის, რომ მატჩი მოვიგოთ. არ ვაპირებთ მოედანზე იმ ლოგიკით გასვლას, რომ უპირატესობა გვაქვს. ასე ვერ ვიფიქრებთ."
"ყველაზე მეტად რისიც მეშინია ეს მათი შემართება და მებრძოლი სულია. ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმისთვის ვინც დღეს არიან და იმისთვისაც, თუ რა ისტორიას ფლობენ."
"მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს რაღაც განსაკუთრებული. მათ ევროპის თასი ბოლო წუთებზე მოუგიათ, ასე რომ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს."
"შეგიძლიათ, რომ მათი ემოციები, მათი შემართება, მათი სული მთელს მოედანზე იგრძნოთ, ამას აუცილებლად დაინახავს ხვალ ყველა."