თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2019, 23:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 8
ერთგვარი ბონუსი პოგბას
ფრანგის ახალი ამპლუა მომავალი სეზონიდან.
ერთგვარი ბონუსი პოგბას
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, ოლე გუნარ სოლსკიარის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მარტივი ნამდვილად არ იქნება. გუნდის რამოდენიმე ლიდერი, ევროპის წამყვანი კლუბების რადარებზე იმყოფებიან.

კლუბის მეკარის გადაბირებით, ფრანგული პსჟ ინტერესდება. ხოლო გუნდის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებით, დიდი ხანია მადრიდული გრანდი, ფლორენტინო პერესის "რეალი" სხვადასხვა ხერხებით ცდილობს. "იუნაიტედის" პასუხი ცალსახაა - პოგბა არ იყიდება.

სწორედ ამის მანიშნებელია ის ფაქტი, რომელზეც დღეს სპორტული გამოცემა Diario AS-ი წერს. აღნიშნული წყაროს ცნობით, სამწვრთნელო შტაბს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ფეხბურთელი, მომავალი სეზონიდან გუნდს კაპიტნის სამკლაურით წარუძღვეს მოედანზე.

კლუბიდან ანტონიო ვალენსიას წასვლის შემდეგ ახალი კაპიტანი სწორედ პოლ პოგბა გახდება. ეს ერთგვარი პასუხია იმ კლუბებისთვის, რომლებსაც ფეხბურთელის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურთ.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 აპრილი 2019 23:42
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
შესანიშნავია. gun2
0
№2
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2019 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძაან მაგარი იქნება❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2019 23:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოკვეთილი ხასიათის, როგორც ასეთი კაპიტანი ამ გუნდში მაინც არაა და მისცენ მართლა პოგბას კაპიტნის სამკლაური, იქნება ამის მერე მაინც დასტაბილურდეს ცოტა, პასუხისმგებლობას რო იგრძნობს. გაყიდვას საერთოდ არ განვიხილავ, მიუხედავად ყველაფრისა პოგბას წასვლა მაინც დიდი დანაკლისი იქნება wink

რაც შეეხება დე ხეას, ეგეც დარჩება იმედია და კაპიტნის სამკლაურის გარეშე გადაწყვეტს გუნდში დარჩენას :)
0
№4
ავტორი: GIOMU
15 აპრილი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ახლაც თუ ერიოზული რამოდენიმე ტრანსფერი არ განხორციელდა მაშინ მოსახსნელია ვუდვორდი და თუ გლეიზერებიც გაყიდიან კლუბს კარგი იქნება... მარაზმია უკვე რა. მოურინიოს არ ყიდულობდნენ აგერ ზამთარში მოვიდა ოლე არც ამას უყიდეს. ზაფხულში აღარავითარი მიზეზი აღარ უნდა ქოდენთ უკვე...
0
№5
ავტორი: datasta25
15 აპრილი 2019 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
წარმოდგენაც მიჭირს გუნდში რა მოდება ეს რო წავიდეს, რაცარუნდა იყოს დეხეა მეკარეა და შეცვლი, ეს რო წავიდეს ჩათვალეთ რამდენიმე წელი ისევ გადაიდება ჩვენი გუნდის წარმატება
0
№6
ავტორი: PaLoMo
16 აპრილი 2019 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
valensia წავიდა უკვე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
16 აპრილი 2019 14:08
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მოდი ყველამ ვაღიაროთ რა, ამ კაცს ტიტულები უნდა... ჩემპ. ლიგა უნდა, სადაც ასპარეზობს იმ ჩემპიონატის მოგება უნდა, სულ იმისთვის ხო არ იბრძოლებს რო 4-ეულში გავიდეს რადგან მერე გაისად ლიგის საგზური მოიპოვოს, სადაც 1/4 ფინალიდან სახლში გამოაძუნძულებენ.

დე ხეას და პოგბას ვერ გავამტყუნებთ თუ გუნდის გამოცვალზე ფიქრობენ. ბაზარიარაა ორივე ძალიან მიყვარს და ორივეს დარჩენა მთელი გულით მინდა, მაგრამ... გადი ბიძია, გააკეთე ტრანსფერები, დააწყვე გუნდი, რაღაცა მოიფიქრე და ქენი თორე გაგექეცევა კაი იგროკები აბა რა იქნება.

ისე მე მაინც ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში ორივე გუნდში იქნება. დე ხეას უყვარს მანჩესტერი, პოგბა კი ეპრანჭება რეალს მაგრამ დარჩება ეგეც ერთი სეზონი. თუ ვერ დალაგდა და გაისადაც 4-ეულისთვის იბრძოლებენ მერე უეჭველი დატოვებს. პოგბაც წავა და დეხეასაც ვეღარ გავაჩერებთ მერე.
0
№8
ავტორი: mishiko1
16 აპრილი 2019 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ასეთი ფეხბურთელები თუ დავკარგეთ ჩვენ გუნდს ვერ შევქმნით პირიქით სხვებს უნდა წავართვად წამყვანი ფეხბურთელები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top