თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2019, 20:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2052,
კომენტარები: 10
გუნდის სიახლეები მატჩის წინ
"ბარსელონასა" და "იუნაიტედის" სიახლეები მატჩის წინ.
გუნდის სიახლეები მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის სიახლეებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ხვალ საღამოს "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

"ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ყველანაირად ეცდება, რომ ხვალისთვის მზად იყოს. ალექსისს ძალიან უნდა, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს.

"ალექსისს "ბარსელონაშიც" აქვს ნათამაშები და "იუნაიტედშიც", ასე რომ მისთვის დღეს დიდებული ღამეა. დარწმუნებული ვარ, რომ როცა მოედანზე შევა, მაშინ მოუნდება, რომ ყველაფერი დაამტკიცოს."

"მას ჩვენთვისაც უნდა რაღაცების დამტკიცება, რადგან დიდი ხანია ტრავმირებულია და არ უთამაშია. მას ჯერჯერობით ფანტასტიკური სეზონი არ აქვს, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ დიდებული დასასრული ექნება და ამით ჩვენც ვისარგებლებთ."

"ვიმედოვნოთ, რომ ალექსისი როცა მოედანზე იქნება ძალიან კარგად ითამაშებს და თავისი მატჩით კმაყოფილიც დარჩება."

ნემანია მატიჩი ამ მატჩისთვის მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ სერბმა ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. თუმცა მას პოზიციაზე კონკურენციას უწევს სკოტ მაკტომინეიც. როდესაც ოლეს ფორვარდებზე ჰკითხეს, ნორვეგიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება გოლების გატანა. თუ რომელუ, მარკუსი, ჯესი, ენტონი ან ალექსისი ითამაშებენ, დიდებული მატჩი უნდა ჩაატარონ. პოლმაც, ყველა ჩვენმა ფორვარდმა."

"ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ თავი, მაგრამ თან უნდა შევუტიოთ და გოლების გატანაც მოვახერხოთ. ვინც არ უნდა დაიწყოს ხვალ, ველოდები, რომ ისინი ძალიან მაგრად ითამაშებენ. ვინც იქნება მოედანზე, მინდა, რომ ძალიან კარგი მატჩები ჩაატარონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ."

ლუკ შოუს დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ეშლი იანგი ბრუნდება ასე რომ მარცხენა ფლანგს კიდევ ერთი კანდიდატი გამოუჩნდა.

ერიკ ბაიი და ანდერ ერერა თამაშგარეთ რჩებიან, მეისონ გრინვუდი კი, რომელმაც "ვესტ ჰემთან" ითამაშა ესპანეთში არ გაემგზავრა.

"ბარსელონას" ტრავმები არ აწუხებს. დემბელე ისევ ფორმაშია და ესპანეთში მატჩის დაწყებას შეძლებს.

"დემბელე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც თამაში ჩვენს მცველებს გაუჭირდებათ,"-განაცხადა სოლსკიარმა.

სერხიო რობერტო და ივან რაკიტიჩი "ოლდ ტრაფორდზე" დაშავდნენ, მაგრამ ვალვერდეს განცხადებით, კვლავ მზად არიან.


წყარო: ManUtd.com
მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
15 აპრილი 2019 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ვაა იანგი თუ ბრუნდება მოგვიგია და ეგაა...ბარსას ურჩევნია სტადიონზე არ მოვიდეს მაინც წააგებენ კატალონიელები იანგი თუ გვეყოლება...ისეთი ჩაწოდებების კასკადს გააკეთებს ეგ მამამიჯმული რო ლიგის რეკორდებს დახსნის...
კაროჩე ამ როჟამ სამი რამით დამამახსოვრა თავი რაც აქ გდია: გასახდელში დიჯეია, არსენალს გაუტანა ორი გოლი და ერთმა ჩიტმა დააჯ///ვა თავპირზე თუ ენაზე აღარ მახსოვს. იმენა ბედის საჩუქარია რა!
ასე რომ დიდება ეშლის! ჰაშთაგდურბინდჰაშთაგ

რაც შეეხება სანჩესს თქვენი არ ვიცი და მე ამ კაცის იმედი მაინც მაქვს, ბოლო ბოლო პროფესიონალია და დაამტკიცა თავის დროზე, რო აკრიტიკებენ იმაზე არ ფიქრობენ ხოლმე რა ჯოგთან ათამაშებენ ამ საწყალს.....
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: glory28
15 აპრილი 2019 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Lev
ვაა იანგი თუ ბრუნდება მოგვიგია და ეგაა...ბარსას ურჩევნია სტადიონზე არ მოვიდეს მაინც წააგებენ კატალონიელები იანგი თუ გვეყოლება...ისეთი ჩაწოდებების კასკადს გააკეთებს ეგ მამამიჯმული რო ლიგის რეკორდებს დახსნის...
კაროჩე ამ როჟამ სამი რამით დამამახსოვრა თავი რაც აქ გდია: გასახდელში დიჯეია, არსენალს გაუტანა ორი გოლი და ერთმა ჩიტმა დააჯ///ვა თავპირზე თუ ენაზე აღარ მახსოვს. იმენა ბედის საჩუქარია რა!
ასე რომ დიდება ეშლის! ჰაშთაგდურბინდჰაშთაგ

რაც შეეხება სანჩესს თქვენი არ ვიცი და მე ამ კაცის იმედი მაინც მაქვს, ბოლო ბოლო პროფესიონალია და დაამტკიცა თავის დროზე, რო აკრიტიკებენ იმაზე არ ფიქრობენ ხოლმე რა ჯოგთან ათამაშებენ ამ საწყალს.....

ერთი მახსოვს კიდევ ნიუკალსლს გაუტანა 91 წუთზე და ვოთპორდთან გაიტანა ჯარიმა ამის მერი მათლა არაფერი გაკეთებია
0
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2019 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მჯერა რო ბოლომდე იბძოლებენ ბიჭები ხვალ❤️
0
№4
ავტორი: alkimikosi
15 აპრილი 2019 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ისე გრინვუდი წაეყვანა ტო და შემოეყვანა ბოლოს იქნებ პენალტი კიდე დაედოთ ჩვენს სასარგებლოდ :) პსჟ-სთან შემოვიდა და მერე დაინიშნა პენალტი, ვესტ ჰემთანაც შემოვიდა და მერე დაინიშნა გამარჯვების პენალი : ))))
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2019 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ისევ 5 მცველით არ გამოვიდეს... მაინც არ ამართლებს ეს ტაქტიკა.

ისე დალო რო მარჯვნივ დააყენოს და იანგი მარცხნივ საინტერესო იქნება, ეგება იქედან მაინც ითამაშოს და გააკეთოს ზუსტი პასი, მარცხენა ვინგერი იყო ბოლო ბოლო.
0
№6
ავტორი: max_skyline
16 აპრილი 2019 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
მოკლედ მე იანგის იმედი მაქვს.რავიცი იქნებ მოპირდაპირე აუტის კიდეზე ჩააწოდოს და შემდეგ ბურთმა ტრაეტორია შეიცვალოს და ბარსას კარის ბადეში აღმოჩნდეს და მაგით მოვიგოთ.არა მერე კი იტყვის იანგი ჩაწოდებას არ ვფიქრობდიო პროსტა დავარტყიო და რა თქმა უნდა ჩვენც დავეთანხმებით ოოო დიდო იანგო აბა რაა შენ მართლა დაარტყიი და გაიტანეეე
1
№7
ავტორი: Phil Jones
16 აპრილი 2019 12:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დღეს მე რო ვიყო სანჩესს ვათამაშებდი!! ბოლო შანსს მივცემდი დაამტკიცოს ყველაფერი, თუარადა გასახდელშივე დავემშვიდობებოდი, ბოლობოლო რაღაცა უნდა ქნას და დაამტკიცოს ტყულა რომ არ უხდიან ამდენს, თანაც ბარსელონასაც უნნდა დაუმტკიცოს ბევრი რამე, კი თამაშობს საშინლად, მაგრმ ვიცით რაც შეიძლია და დღეს უნნდა ქნას რამე! როცა კენჭისყრა ჩატარდა ყველაზე დიდი იმედი ერერასი მქონდა ვიფიქრე მესი არ უნდა მოასვენოსთქო, მატიჩმაც და მოკლედ ყველა მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ და წლის თამაში ჩაატარონ, პსჟესთან ყველამ ჩამოწერა მანიუ და აქ სერიოზულად უდგებიან ასე რომ 100000000% უნდა დაიხარჯონ, აქ თუ გავლენ უეეეეჭველი მოიგებენ მერე ფსიქოლოგიურად უდიდესი ნაბიჯი იქნება. რავიცი შანსი ცოტაა, მაგრამ ეს მანჩესტერ იუნაიტედია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
№8
ავტორი: giorgi_mg
16 აპრილი 2019 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეშლიზე მალე აფორიზმები დაიწერება ))))) კომენტარებმა გამახალისა)))
0
№9
16 აპრილი 2019 13:38
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
სანჩესი და მატიჩი მშვენიერი სიახლეა ^^

იანგი რო იქნება ეგ გამიტყდა :დდდ :/ მაგრამ ხო, ეგრე შეიძლება... დალო მარჯვნივ და იანგი მარცხნივ. აბა როხო ძაან გასულია, აი ძაან გასული.
0
№10
ავტორი: mishiko1
16 აპრილი 2019 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ახალ სეზონში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვჭირდება, ამათი იმედი მე არამაქვს ძლიერ გუნდებთან ბურთის კონტროლი და ზუსტი პასების გაკეთება გვიჭირს ხანდახან მგონია უბრალოდ არ იციან ეს როგორ გააკეთონ, მარსიალის იმედი მქონდა და ამ ბოლოს კარგად ვეღარ გამოიყურება, მანიუ ჩემი საყვარელი გუნდია და გული მწყდება რეალის ან ბარსელონას ნაირი ხელმძღვანელობა რომ არაგვყავს რომლებიც არაფერს იშირებენ გუნდის გასაძლიერებლად, ამიტომ არიან წარმატებულები ჩვენ კი ჯერ კიდევ ვერ გადავიტანეთ ფერგის წასვლა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top