ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
ახლა ჩვენ ყველა იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა დავასრულოთ სეზონის ბოლო ოთხი კვირა. ყველა მატჩი მნიშნელოვანია. შენი მონდომება და პასუხისმგებლობის შეგრძნება ერთად უნდა გაითავისო, მაგრამ თანაც მოტივაცია არ დაკარგო.
ხვალ მეოთხედფინალის მეორე მატჩს გავმართავთ "ბარსელონას" წინააღმდეგ და სწორედ ამ დიდებული მოტივაციით ვიქნებით.
ანგარიშის მხრივ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და როდესაც ამ მაისურს ატარებ, ყველაფერი შესაძლებელია.
ვიცი, რომ ეს ძალიან ბევრჯერ გამიმეორებია, მაგრამ ეს უბრალო სიტყვები არ არის, ეს არის ყველაფერი ის, რაც რეალურად ხდება, და ამ სეზონში ეს უკვე დაგანახეთ.
გასული მატჩი მოვიგეთ, "ვესტ ჰემი" დავამარცხეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კარგი თამაში არ იყო. ჩვენ კარგად არ გვითამაშია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
ახლა კი "ბარსელონაზე" უნდა ვიფიქროთ. ამ მომენტში მხოლოდ ამისკენ გვაქვს ძალები და კონცენტრაცია მიმართული. ეს სტადიონი განსაკუთრებულია როგორც ჩემთვის, ასევე "იუნაიტედის" გულშემატკივებისთვის. ეს ერთ-ერთი დიდებული ადგილია, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სანახაობრივ მატჩს შემოგთავაზებთ.
ზუსტად ოცი წლის წინ კლუბმა დაიჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ეს მხოლოდ რწმენის შენარჩუნების დამსახურებაა. ისინი ბოლო წამამდე არ დანებდნენ და ამიტომაც გაიმარჯვეს.
ეს ისტორიული ფინალი ყოველთვის ყველას ემახსოვრება. ტედი შერინგემისა და ბოსის გოლები კლუბის ისტორიაში დაუჯერებელ ადგილს იკავებს.
დაუჯერებელი საღამო იყო!
ვიმედოვნებ, რომ სამშაბათს ჩვენც მაგიურ ღამეს შემოგთავაზებთ.
ჩვენ უნდა გვჯეროდეს.
გეხვევით,
ხუანი.
წყარო:
ManUtd.com