ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღნიშნა, რომ ის 1999 წლის ფინალზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებს.
"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი 1-0 ანგარიშით წააგო. ოლე გუნარი კი "ნოუ კამპზე" 20 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება. "არა, 1999 წლის ფინალს არ ვახსენებ, რადგან ეს "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ეს ფინალი იყო, სულ სხვა რამ, სულ სხვა მატჩი."
"ჩვენ ძირითადად პსჟ-ს მატჩს გამოვიყენებთ, გამოვიყენებთ "იუვენტუსთან" გასვლას. კარგი გუნდები სახლიდან შორს უკვე დაგვიმარცხებია და დიდებული ფეხბურთელებიც შეგვიჩერებია."
"ჩვენ "ბარსელონას" საკადრისი წინააღმდეგობა გავუწიეთ. დიახ, ისინი თამაშს აკონყროლებდნენ, ბურთის გლობაც მათი იყო, მაგრამ ჩვენს ნახევარზე დიდად არ შევუწუხებივართ."
"შეხედეთ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობებს და ეს მოტივაციას შეგძენთ, დაინახავთ, რომ გატანა შეგვიძლია."