თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2019, 14:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 983,
კომენტარები: 5
"ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ"
მარკუს რეშფორდი მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭებმა მეოთხედფინალისთვის ძალიან ბევრი იბრძოლეს. ყველასთვის გასაოცრად, მათ პარიზელების დამარცხება შეძლეს და ახლა "ბარსელონასთან" კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება მოუწევთ ნახევარფინალში გასასვლელად. მარკუს რეშფორდი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გააოცებს.

-პირველ რიგში, რას ფიქრობთ "ბარსელონასთან" მატჩზე?

-"ძალიან იმედგამაცრუებელი იყო, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. მეორე მატჩი ჯერ კიდევ წინაა. რთულ მატჩი გამოდგა, მაგრამ რამდენიმე კარგი რამ ვისწავლეთ; უბრალოდ ძალიან ბევრი ვიწვალეთ კარგი შანსებისა და რეალური მომენტების შესაქმნელად. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მეორე მატჩს პოზიტიურად უნდა შევხვდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღებად."

-რა ისწავლეთ პირველი მატჩიდან?

-"ვფიქრობ, კარგად გავიაზრეთ ის, რომ ჯგუფურად ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. როცა ბურთი აქვთ, პრესინგი უნდა განვახორციელოთ, არა მხოლოდ ინდივიდუალებმა, არამედ ყველამ. როცა შეტევაში ვართ და ბურთი ჩვენ გვაქვს, ყველა ყურადღებით უნდა იყოს, რაგან თუ ბურთს დავკარგაცთ მალევე დავიბრუნოთ. ეს უმაღლესი კლასის გუნდია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. მათ პირველ ნახევარში გოლი გაგვიტანეს, მაგრამ მაგ მომენტის გარდა ყველაფერი თანაბარი იყო."

-ძალიან ბევრი ისაუბრეს ლიონელ მესის შესახებ, მაგრამ მატჩის საუეკთესოს წოდება მაინც ჩვენმა აკადემიელმა სკოტ მაკტომინეიმ აიღო... ამაზე რას იტყვით?

-"სწორედ ეს არის ფეხბურთის მშვენიერება. ერთ დღეს შენ შესანიშნავად თამაშობ. სკოტმა ეს წოდება დაიმსახურა. მაგრამ ის ყველანაირად ეცდება ამის გაუმჯობესებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღითიდღე უკეთესი გახდება."

-პარიზში გამარჯვებამ რამდენად თავდაჯერებული გაგხადათ?

-"ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს მატჩი და ყოველთვის შეგვმატებს თავდაჯერებას. მაგრამ თან ამავდროულად გვესმის, რომ ეს განსხვავებული მატჩია, განსხვავებული ატმოსფეროთი. სრულიად სხვა თამაში გველის წინ. ჩვენ იქ თავდაჯერებულები წავალთ, მაგრამ თუ გამარჯვება გვსურს, ალბათ, პარიზში ჩატარებული მატჩის მსგავსად თამაში არ გამოგვადგება. წარსულის შესახებ უნდა დავივიწყოთ. ვიცით, რომ წარსულში ეს ერთხელ უკვე შევძელით. ახლა მთელი კონცენტრაცია მომავლისკენ უნდა მივმართოთ და მაქსიმალური გავაკეთოთ. ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ძლიერები ვართ."

-ძალიან ამაღელვებელი მომენტი გელით წინ - "ბარსელონას" უპირისპირდებით, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც "ნოუ კამპზე"...

-"დიახ, ზუსტად. ეს დიდებული მატჩია, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის სწორად მოვემზადეთ. ჩვენ პირველივე წუთიდანვე გოლის გატანა არ გვიწევს, 90 წუთი გვაქვს და ეს უნდა გავიაზროთ. დარწმუნებული ვარ, რომ მწრთვნელიც იგივეს გვეტყვის."

წყარო:ManUtd.com
ახალი ამბები, მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
15 აპრილი 2019 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 349
მიდი რეშ, პირველ თამაშში ძაან იმედი გაგვიცრუე და ეხლა მაინც იყოჩაღე, რამე გაისროლე, ყველაზე მეტად ეხა გვჭირდება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2019 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7514
რაშფორდს ყველაზე მეტად რაც აკლია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა, ამას თუ ისწავლის მერე კიდე შეიძლება დიდ ფეხბურთელობაზე ლაპარაკი.
0
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2019 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7456
მიდი რეშ ერთი დააჭედე რაა
0
№4
ავტორი: gogita1991
15 აპრილი 2019 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
მომენტები აუცილებლად გვექნება და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ
0
№5
ავტორი: makaveli
15 აპრილი 2019 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 445
ციტატა: SANDROGRIGA
რაშფორდს ყველაზე მეტად რაც აკლია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა, ამას თუ ისწავლის მერე კიდე შეიძლება დიდ ფეხბურთელობაზე ლაპარაკი.

ინგლისელია არ გაგიკვირდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top