თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2019, 08:03
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1700,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" ფრანგი ფორვარდით ინტერესდება
"იუნაიტედის" სამიზნე 22 წლის მოუსას დემბელეა.
როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" დიდი პრობლემები აქვს თავდასხმის ხაზში და მათი მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის გადაბირება იქნება.

ჭორების თანახმად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რომელუ ლუკაკუ კლუბს დატოვებს, რომლის მიმართ დიდ ინტერესს მილანის "ინტერი" იჩენს. იტალიური მხარე მზად არის ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს, საუბარია 85 მილიონ ფუნტ სტერლინგზე.

"DaillyMail"-ის მტკიცებით, ბელგიელის აგენტი, ფედერიკო პასტოლერო მის კლიენტს გუნდის დატოვებისკენ მიანიშნებს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ კლუბში დარჩება, ოლე გუნარი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას მაინც შეეცდება, რამეთუ ნორვეგიელმა სპეციალისტმა ცხადყო რომ , მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ის ფსონს ორი თავდამსხმელით თამაშზე ჩამოდის.

წყაროების თანახმად, "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე მოუსა დემბელე იქნება, რომელიც "ლიონს" გასულ ზაფხულს "სელტიკიდან" შეუერთდა და 18 გოლის გატანაც შეძლო.

სულშერის ყურადღება მიიპყრო მოუსას სისწრაფემ და შესრულების უნარმა, რაც არ გამოპარვია უნაი ემერსაც. "იუნაიტედის" გარდა, 22 წლის ფრანგი ფორვარდით "არსენალიც" ინტერესდება და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზური განაპირობებს ამ ორი კლუბის კონკურენციას.



წყარო: DaillyMail
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
15 აპრილი 2019 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აქ დავწერ ლუზერების ჩემპიონობაზე, ჩვენ ოთხეულზე მაგ ოთხეულით გამოწვეულ წინსვლაზე და განვითარებაზე
მანჩესტერი და ლივერპული არიან გეოგრაფიულად მეზობელი ქალაქები და ისეთი მტრული გარემოა ერთმანეთში რო ბევრად მეტი ანაზღაურებიანი სამუშაო რო იშოვოს ლუზერმა მანჩესტერში არ იმუშავებს,იმიტო რო გზაში 3 ჯერ ცემენ თან ისე რო სისხლს არწყევინებენ,დედები შვილებს მარტოს არ უშვებენ საზღვრის იქით:D
მთელი მანჩესტერის დასაცინი ხო გახადეს იუნაიტედი და ეხლა მთელი ინგლისის და მსოფლიოს დასაცინი გახდება,რაც წლები აშენა ფერგიმ და მთელი მისის კარიერა მოანდომა 2-3 წელში ინგრევა და მანჩესტერი სტაჟიანი ფანობა მოხარულია ოთხეულით,წინსვლით.
ტორპედო დინამოზე ხდება ჩეპნიონი და ქუთათურები სტადიონს წვავდნენდ და წარმომიდგენია ოლტრაფორდს რას უზავენ გაბოროტებული ლუზერები:Dქუჩაში გასვლა შეზიზღდება მანჩესტერის ფანებს

შემიძლია დერბის ისტორია და ერთმანეთთან დამოკიდებულებაც გაგაცნოთ მარა წლებია უკვე შეგუებულია მანჩესტერის ფანობა რო სიტი დომინანტია უკვე,და ნაღდათ არ უნდა არც ერთ ინგლისელს დამიჯერეთ რო ლუზერების დასაცინიც გახდნენ.
ოთხეული,წინსვლა,განვითარება ლიგის მოგების ამბიციები და ასე შემდეგ უბრალოდ მასხარაობაა სეზონის სტარსზე გ.ნევილი გვარდიოლას ეკითხებოდა არჩევანის წინაშე რო მოგიხდეს დადგომა ეპლს აირჩევ თუ ლიგასო და გვარიმ ლიგის თასს სადღაც შორს გავისვრიო,გ.ნევილსაც მაგრა გაუტყდა იასნია:D
ყოველ წელს მთავარ ფავორიტად იქცევიან,ზუსტად ეგრე ავიდა სიტი ამ დონეზე აგუეროს გოლით ფერგი ტრაფორდიდან რო გაიქცა სიტის ანგარიშს ელოდებოდა უცებ სახე შეეცვალა და გაიქცა გასახდელში.
ოთხეული,წინსვლა განვითარება უბრალოდ მასხარაობაა,შინ არ ვარგოდა გარეთ გარბოდაო.საერთოდ ჯობს თუ ცენზურა არ აქვთ 4 ტურნირის თამაშის ძალები დაიზოგოს და მარტო ეპლს მიაწვნენ,თუ ვინმეს აქ ილუზია რო ესენი მომავალ წელს ლიგას დადებენ მაშინ თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა და თქვენ ამბიციებს,ოთხეულში ვერ შევსულვართ ვესთ ჰემი და უოტფორდი ტრაფორდზე ბურთს გვახევს თავზე რა ლიგა
0
№2
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2019 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gazliereba Ro unda gunds amaze albat laparakic zedmetia
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2019 12:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დელბელე რამდენად იქნება გაძლიერება ცოტა უცნაურია... ლუკაკუ როცა გყავს და ვერ იყენებ დემბელეზე არ უნდა იყოს საუბარი.
0
№4
ავტორი: datasta25
15 აპრილი 2019 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არარის ეს ბიჭი ლუკაკუზე უკეთესი, პირიქით, ლუკაკუ ჯობია, მარტო იმითაც კი რო ინგლისშიაქვს გამოცდილება, უბრალოდ არ მესმის რატო ვერ ვიყენებთ ამ ადამიანს, ძალიან მაღალი დონის შემტევია ლუკაკუ, ყველაფერს რო თავი დაანებო, დებილები არ არიან 85 მილიონს ტყუილად არ გადაგიხდის არავინ, ღირს ეგ კაცი მაგდენი მარა ვერ ვიყენებთ. დემბელეს რაც შეეხება არარის ეს კაცი მომენტის შემქმნელი, უფრო შემსრულებელია, ჩვენ კიდე მეტი კონტროლი გვინდა გუნდში, მეტი ისეთი ფეხბურთელი რომელსაც ბურთის გორება შეუძლია, შემსრულებელი აგერ გვყავს 85 მილიონიანი მარა ბურთი ვერ მიგვაქ მაგ კაცამდე და რათგინდა
1
№5
ავტორი: Lalana
15 აპრილი 2019 13:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
bziki-სიტისთან რომ წავაგოთ,მაინც არ არის გამორიცხული რომ ოთხეულში შევიდეთ.რაც შეეხება ლივერპულის ჩემპიონობას აქ მყოფი გულშემატკივრების არ ვიცი,მაგრამ ფერგის კი დაარტყამდა წნევა მაგის გაგებაზე.არც უნდა იყოს იმაზე საუბარი თუ რამხელა წინააღმდეგობაა ამ ორ გუნდს შორის.სიტი ახლახან გამოიჩეკა და ჯერ მისი ასე რომ ვთქვათ ისტორიულ გუნდად ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდება.ლივერპულისა და მანჩესტერის დაპირისირება კი რამდენად მტრულია ეს ყველამ უნდა იცოდეს და რა თქმა უნდა,მე როგორც მანჩესტერის გულშემატკივარს ნამდვილად არ მსურს ამ გუნდის ჩემპიონობა,იმის და მიუხედავად რომ რაღაცნაირი სიბრაულის გრძნობა მაინ მაქვს მათდამი,რადგან ამდენი წელია ელიან ინგლისის უმნიშვნელოვანეს თასს და ამ სურვილს ვერ იკმაყოფილებენ,უკვე ბოლო ინგლისის თასიდან იმდენი დრო გავიდა რომ კაი ძველი გულშემატკივრის თაობა არის თუ არა ცოცხალი ეგეც ღმერთმა უწყის,ამიტომ მათდამი რაღაცნაირად მიჩნდება ეს სიბრალულის გრძნობა,მაგრამ ლივერპული მაინც მტერია ამ გუნდს და თავისთავად ყველაზე ცუდი რამ იქნება მათი ჩემპიონობა,ამიტომ ისევ მირჩევნია სიტის ვუგულშემატკივრო ვიდრე ეგენი ვნახო თასით.
0
№6
15 აპრილი 2019 13:27
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
დაეჯერებინათ ჩემთვის თავის დროზე :დდ ((( ლუკაკუ როცა მოიყვანეს, დაემატებინათ ზევიდან 20-30 მილიონი და მოეყვანათ ჰარი კეინი.

მაგრამ ნიჩივო... რაღაც ძაან მგონია რო ამ ზაფხულში ტრანსფერების წვიმა წამოვა. ბევრი წავა, ბევრი მოვა და იქნებ მომავალი სეზონიდან გვეშველოს რამე.
0
№7
ავტორი: LASHQARA
15 აპრილი 2019 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
lol რა მუსა დემბელე, კეინი მაინც ეთქვათ, ლუკაკუს ჩაანაცვლებს დემბელე და ვსო თავდასხმის პრობლემა გადაჭრილია lol
0
№8
ავტორი: gogita1991
15 აპრილი 2019 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ბზიკი გენაცვალე ძმაო გეთანხმები ყველაფერში მეც მაგ აზრზე ვარ და კიდევ მე ბარსას იმედზე ვერ ვიქნები ყველამ კარგად დავინახეთ თუ რა შეუძლია ბარსას თავისუფლად შეიძლება ლუზერებმა გამოაგდონ და ვსო ლიგის ფინალში არიან იქ კიდე არაა წელს ისეთი დომინანტი გუნდი როგორიც მაგალითად შარშან რელი იყო ხოდა თავისუფლად შეიძლება ლიგა დადონ შეგახსენებთ რო მანჩესტერი არის ერთადერთი ბრიტანული გუნდი რომელსაც ტრებლი აქ დადებული და ეხლა მაგათი დუბლი წარმოიდგინეთ რა იქნება არ გაჩუმდებიან აღარასდროს ხოდა მე პირადად ყველანაირი ოთხეული მკიდია ყველაფერი უნდა ჩავდოთ რო ბარსას გავცდეთ და პირადად შევხვდეთ ლიგის ნახევარფინალში სადაც ორ თამაშში რა მოხდება არავინ იცის იმ თამაშებში უნდა დავლეწოთ ისე რო კარდიფს ვეღარ მოუგონ ფსიქოლოგიურად არ უნდა გავუშვათ წინ უნდა იცოდნენ თავიანთი ადგილი მოკლედ გადამწყვეტი წელია წელს თუ მაგათ ერთი ტიტული მაინც დადეს დაიბრუნებენ ძველ ფსიქოლოგიას თუ არადა დაიშლება ეგ გუნდი ისევ ისე როგორც იშლებოდა ხოლმე მოკლედ იმედი მაქ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება
0
№9
ავტორი: PaLoMo
16 აპრილი 2019 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: bziki
აქ დავწერ ლუზერების ჩემპიონობაზე, ჩვენ ოთხეულზე მაგ ოთხეულით გამოწვეულ წინსვლაზე და განვითარებაზე
მანჩესტერი და ლივერპული არიან გეოგრაფიულად მეზობელი ქალაქები და ისეთი მტრული გარემოა ერთმანეთში რო ბევრად მეტი ანაზღაურებიანი სამუშაო რო იშოვოს ლუზერმა მანჩესტერში არ იმუშავებს,იმიტო რო გზაში 3 ჯერ ცემენ თან ისე რო სისხლს არწყევინებენ,დედები შვილებს მარტოს არ უშვებენ საზღვრის იქით:D
მთელი მანჩესტერის დასაცინი ხო გახადეს იუნაიტედი და ეხლა მთელი ინგლისის და მსოფლიოს დასაცინი გახდება,რაც წლები აშენა ფერგიმ და მთელი მისის კარიერა მოანდომა 2-3 წელში ინგრევა და მანჩესტერი სტაჟიანი ფანობა მოხარულია ოთხეულით,წინსვლით.
ტორპედო დინამოზე ხდება ჩეპნიონი და ქუთათურები სტადიონს წვავდნენდ და წარმომიდგენია ოლტრაფორდს რას უზავენ გაბოროტებული ლუზერები:Dქუჩაში გასვლა შეზიზღდება მანჩესტერის ფანებს

შემიძლია დერბის ისტორია და ერთმანეთთან დამოკიდებულებაც გაგაცნოთ მარა წლებია უკვე შეგუებულია მანჩესტერის ფანობა რო სიტი დომინანტია უკვე,და ნაღდათ არ უნდა არც ერთ ინგლისელს დამიჯერეთ რო ლუზერების დასაცინიც გახდნენ.
ოთხეული,წინსვლა,განვითარება ლიგის მოგების ამბიციები და ასე შემდეგ უბრალოდ მასხარაობაა სეზონის სტარსზე გ.ნევილი გვარდიოლას ეკითხებოდა არჩევანის წინაშე რო მოგიხდეს დადგომა ეპლს აირჩევ თუ ლიგასო და გვარიმ ლიგის თასს სადღაც შორს გავისვრიო,გ.ნევილსაც მაგრა გაუტყდა იასნია:D
ყოველ წელს მთავარ ფავორიტად იქცევიან,ზუსტად ეგრე ავიდა სიტი ამ დონეზე აგუეროს გოლით ფერგი ტრაფორდიდან რო გაიქცა სიტის ანგარიშს ელოდებოდა უცებ სახე შეეცვალა და გაიქცა გასახდელში.
ოთხეული,წინსვლა განვითარება უბრალოდ მასხარაობაა,შინ არ ვარგოდა გარეთ გარბოდაო.საერთოდ ჯობს თუ ცენზურა არ აქვთ 4 ტურნირის თამაშის ძალები დაიზოგოს და მარტო ეპლს მიაწვნენ,თუ ვინმეს აქ ილუზია რო ესენი მომავალ წელს ლიგას დადებენ მაშინ თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა და თქვენ ამბიციებს,ოთხეულში ვერ შევსულვართ ვესთ ჰემი და უოტფორდი ტრაფორდზე ბურთს გვახევს თავზე რა ლიგა

მომეწონა შენი მსჯელობა,მაგრამ ფერგისაც არ ყავდა ისეთი დონის ხალხი და ყველგან ყველაფრისგვის იბრძოდა. განსხვავება დღევანდელიბაშია ფული ურჩევნიათ 90%ფეხბურთელებისა ნამდვილ დიდებას და ეგაა პრობლემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: men1me
20 აპრილი 2019 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
სელტიკში თამაშისას მსოფლიოს რომ აბოდებდა და ამ ჯგუფშიც უმეტესობას უნდოდა ეს ის მუსა დემბელე არაა?ეხლა გახდა ბლაგვი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top