პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, წყვილის აშკარა ფავორიტმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ, "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და სტუმრები მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
"წითელი ეშმაკების" მხირდან თავის გამოჩენა პოლ პოგბამ შეძლო, ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარ გუნდს, ორი გატანილი თერთმეტმეტრიანით გამარჯვება მოუტანა და ოთხეულისთვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანი სამი ქულაც ჩაუწერა აქტივში.
მიმდინარე სეზონში, პოგბას ანგარიშზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილი უკვე 7 გოლია. ამ სტატისტიკით პოლი საუკეთესო პენალტისტია.
სტატისტიკა ეხება ერთ სეზონში გატანილ პენალტებს. ამ მაჩვენებლით, ერთპიროვნული ლიდრი კი, გუნდის ლეგენდარული შემტევი რუდ ვან ნისტელროი გახლავთ. ჰოლანდიელმა 2002/2003 წლების სეზონში, "წითლების" მაისურით 8 თერთმეტმეტრიანი გარდასახა გოლად.
სხვა
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.