თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2019, 23:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 7
მატას აგენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ესპანელი ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
მატას აგენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, კარიერის სამშობლოში გაგრძლებასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ჩანს, ხუანს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

სად იქნება ფეხბურთელის შემდეგი გაჩერება? როგორც ცნობილი სპორტული გამომცემლობა AS-ი იუწყება, მატა კარიერას, ხოსეპ მარია ბართომეუს "ბარსელონაში" გააგრძელებს. ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია, მხარეები ხელშეკრულების დეტალებზე სულ მალე შეჯერდებიან.

30 წლის ნახევარმცველის აგენტი მისი მშობელი გახლავთ. მატას მამა, უკვე იმყოფებოდა ესპანეთში. "ლურჯბროწეულისფერების" რიგები, ესპანელმა შესაძლოა უფასოდ შეავსოს გამომდინარე იქედან, რომ "მანკუნიანელებთან' ხუანის მიმდინარე ხელშეკრულება სწორედ ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში სოლსკიაერის შეგირდმა, პრემიერ ლიგაში 19 მატჩის ჩატარება მოახერხა, აღნიშნული რაოდენობის შეხვედრებიდან, მატამ პირად აქტივს მხოლოდ 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შესძინა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
15 აპრილი 2019 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტიპი როგორც ასეთი ძაან მაგარია მაგრამ არავინ მეკამათოთ ძაან გთხოვთ რომ ფეხბურთელი დიდი არაფერი:) ტექნიკაზე არ გამიმახვილოთ ყურადღება 80% ესპანელი ფეხბურთელი ტქნიკურია
3
№2
ავტორი: gogita1991
15 აპრილი 2019 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
პრემიერლიგისთვის სუსტია ფიზიკურად ასაკთან ერთა სისწრაფეც დაკარგა და მაგიტომაც აღარ განიხილება ძირითადის ფეხბურთელად

პრემიერლიგისთვის სუსტია ფიზიკურად ასაკთან ერთა სისწრაფეც დაკარგა და მაგიტომაც აღარ განიხილება ძირითადის ფეხბურთელად
1
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2019 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magrad miyvars Es kaci magram savraudod wava esec
0
№4
ავტორი: shotkin
15 აპრილი 2019 12:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დროა წავიდეს და უკეთესი ფეხბურთელები უნდა მოვიდნენ უფრო პროდუქტიულები და სედეგიანები ბევრი მინუსი აქვს მატას კარგია მარა ჩვენ ვერ გვადგება და ჯობია წავიდეს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2019 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წასვლით წავა სავარაუდოდ მარა ბარსაში რამდენად წავა არ ვიცი
0
№6
ავტორი: giorgi_mg
15 აპრილი 2019 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საერთოდ გული არ დამწყდება, მატა, ერერა, დარმიანი, ვალენსია, როხო, მატიჩზე და სანჩესზეც. დაჟე ამათ ეშლიც დაუმატონ ხურდაში. დავიღალე ამათი საცოდაობით და ამდენი წელი ველოდები რაღაც სასწაულებს
0
№7
ავტორი: f.c.mu
15 აპრილი 2019 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
ამდენი რო მიდიან და უეჭველი წავლენ კი ვიცით მაგრამ ვინ მოდის?????
ერთი მაინც ვიცით?????

გაშვება მაშინ არის დასაშვები როცა ვიღაცით ჩაანაცვლებ უკეთესით
ჩვენ მარტო ვუშვებთ თან კი არ ვყიდით იმენა ვუშვებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top