თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2019, 15:26
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1890,
კომენტარები: 9
დიდი ალბათობით, სანჩესი ჩინეთში გააგრძელებს კარიერას
"იუნაიტედის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.
დიდი ალბათობით, სანჩესი ჩინეთში გააგრძელებს კარიერას
"მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელიც კვირაში 400 000 ფუნტს გამოიმუშავებს.

ჩილელი თავდამსხმელი "ეშმაკებს" გასულ ზამთარს შეუერთდა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და ძალიან დიდი შანსია, 2019 წლის ზაფხულში, გუნდი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

მიმდინარე სეზონში, 30 წლის თავდამსხმელმა, პრემიერ ლიგის ეგიდით 17 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. მისი "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, სულ 29 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა: ლონდონის "არსენალი" და კატალონიის "ბარსელონა".
ჭორები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2019 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Amis wasvlac rogori gadawyvetili ambavia
1
№2
ავტორი: stepno
14 აპრილი 2019 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაც მალე მით უკეთესი. არადა როგორ მეჯერა რო მოვიდოდა ხოდზეე :(
0
№3
ავტორი: giorgi_mg
14 აპრილი 2019 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ანუ გავყიდით და რაღაც ფულსაც ავიღებთ? თუ კონტრაქტს გაუწყვეტავენ? მაგრად მაინტერესებს აქაც ჩაისვრის ვუდვორდი?! სანამ ეს **** ბუღალტერი იქნება ასეთი რაღაცეები გაგრძელდება და ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ფერგიც და გილიც ერთდროულად წავიდნენ, ეგ იყო ძალიან დიდი შეცდომა მფლობელების.
0
№4
ავტორი: gogita1991
14 აპრილი 2019 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მაქსიმალურად უნდა გავყიდოთ ფეხბურთელები თორე მარტო ეს გამოყოფილი 200 მილიონი არ გვეყოფა 4-5 ტოპ კლასის მოსაყვანად
0
№5
ავტორი: datasta25
14 აპრილი 2019 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მოკლედ, ფაქტი არის ერთი, ვხარჯავთ ფულს და შედეგი არ არის, საშინლად მუშაობს მენეჯმენტი, როგორ შეიძლება იყიდო ლუკაკუ 75 მილიონად და არ გაამართლოს, იყიდო სანჩესი არ გაამართლოს, არავინ როგორ არუნდა გაამართლოს, ესეიგი ვიღაც დიდ შეცდომას უშვებს, ამდნეი წელია ფული იახრჯება და გუნდი ვერ შენდება.

მოქმედი 11 კაციდან მე დავტოვებდი მარტო, დეხეა, ლინდელოფი, შოუ, მაკტომინეი/ფრედი(ერთმანეთის შემცვლელად), პოგბა,
მარსიალი რაშფორდზე ვერ გავიგე ბოლო ბოლო არიან თუ არა ტალანტები, საკმაოდ დიდი ხანია თამაშობენ იმისთვის რო უკვე ჩამოყალიბებულები იყვნენ, მოკლედ მარჯვენა ვინგერი, ნახევარდაცვაში მაღალი დონის ფეხბურთელი, დაცვაში მაღალი დონის ცენტრალური მცველი, მარჯვენა დაცვისთვი 100 მილიონიანი კაცი არარის აუცილებელი, ვინმე ნორმალური იყიდონ, ბისაკა თუნდაც და შეიძლება რამე გამოვიდეს. მინიმუმ 3 მსოფლიო დონე გვინდა გუნდში და 2-3 საშუალო დონე. მარა აშკარად არ გვაძლევენ გლეიზერები საკმარის ფულს, მე როგორც ვიცი 260 მილიონი აქვთ გამოყოფილი ოღონდ გაყიდული ფეხბურთელების ჩათვლით.
0
№6
ავტორი: batumski123
14 აპრილი 2019 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
სანჩესის გაშვებას არ მივესალმები მჯერა რომ შემტევ სტილში ის ათამაშდება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2019 17:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი გაურკვეველი სიტუაცია არ უნდა იყოს გუნდში, ვინ მიდი ვის ტოვებენ ვერ გაურკვევიათ.
0
№8
15 აპრილი 2019 00:31
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: giorgi_mg
ანუ გავყიდით და რაღაც ფულსაც ავიღებთ? თუ კონტრაქტს გაუწყვეტავენ? მაგრად მაინტერესებს აქაც ჩაისვრის ვუდვორდი?! სანამ ეს **** ბუღალტერი იქნება ასეთი რაღაცეები გაგრძელდება და ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ფერგიც და გილიც ერთდროულად წავიდნენ, ეგ იყო ძალიან დიდი შეცდომა მფლობელების.


არა კონტრაქტი 2020-მდე აქვს და ანუ ყველა პონტში ფული ექნებათ გადასახდელი.. მაგრამ უფასოდ ძაან ბევრი მიდის და ამიტომ ვუდვორზე გეთანხმები, 100% ხარ.
0
№9
ავტორი: shotkin
15 აპრილი 2019 10:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: batumski123
სანჩესის გაშვებას არ მივესალმები მჯერა რომ შემტევ სტილში ის ათამაშდება

კაი რა)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top