მილანის "ინტერის" ფეხბურთელის მაურო იკარდის გუნდიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ რეალური გახდა. იტალიურ საინფორმაციო წყაროებში იუწყებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი კლუბს დატოვებს, ისინი სამხრეთ ამერიკელის შემცვლელის სახით, რომელუ ლუკაკუზე გადაერთვებიან.
თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, "ნერიაძური", 2019 წლის ზაფხულში, სატრანსფერო შემოთავაზებას განახორციელებს. ისინი ლუკაკუს შესაძენად 85 მილიონ ევროს ჩამოდიან. მაურო იკარდის გაყიდვას კი 90 მილიონ ევროდ აპირებენ.
25 წლის ბელგიელი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ევერტონიდან" შეუერთდა. "ეშმაკების" 9-იანმა, გუნდის მაისურით, 63 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლის გატანა მოახერხა.