თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2019, 14:46
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 2082,
კომენტარები: 22
"ინტერი" ლუკაკუს სანაცვლოდ 85 მილიონს ჩამოდის
"ინტერი" იკარდის შემცვლელად ლუკაკუს განიხილავს.
მილანის "ინტერის" ფეხბურთელის მაურო იკარდის გუნდიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ რეალური გახდა. იტალიურ საინფორმაციო წყაროებში იუწყებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი კლუბს დატოვებს, ისინი სამხრეთ ამერიკელის შემცვლელის სახით, რომელუ ლუკაკუზე გადაერთვებიან.

თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, "ნერიაძური", 2019 წლის ზაფხულში, სატრანსფერო შემოთავაზებას განახორციელებს. ისინი ლუკაკუს შესაძენად 85 მილიონ ევროს ჩამოდიან. მაურო იკარდის გაყიდვას კი 90 მილიონ ევროდ აპირებენ.

25 წლის ბელგიელი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ევერტონიდან" შეუერთდა. "ეშმაკების" 9-იანმა, გუნდის მაისურით, 63 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლის გატანა მოახერხა.
ჭორები, ტრანსფერები
22 კომენტარი
№1
ავტორი: zuranistelroy
14 აპრილი 2019 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
იკარდიში გაგვიცვალონ და წაიყვანონ
1
№2
14 აპრილი 2019 14:55
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: zuranistelroy
იკარდიში გაგვიცვალონ და წაიყვანონ

იკარდი რეალში მიდის
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2019 14:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩემი აზრით მაინც ვერ ვიყენებთ ლუკაკუს ისე, როგორც საჭიროა, გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა ეს, მარჯვენა ფლანგზე დარბოდა და სხვას უწოდებდა საჯარიმოში და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია რატომაც ლუკაკუ ვერ თამაშობს. არადა ბევრად მეტი შეუძლია რომელუს.
0
№4
ავტორი: 100%Red
14 აპრილი 2019 14:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რესფექთები ლუკაკუს, მარა ვერ გაამართლა
არაა მანუს ტიპის ფორვარდი, თან 85 ლმნ არაა ცუდი)))
0
№5
ავტორი: JuanMata
14 აპრილი 2019 15:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მშვენიერი ფასია, ცოტა გაბერილია, მაგრამ ოდესმე ჩვენც ჰო უნდა გადაგვიხადონ არაადეკვატურად. გაყიდონ მაგ ფასად კარგ თავდამსხმელს დავიმატებთ.
0
№6
ავტორი: qamari
14 აპრილი 2019 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
არც უნდა დაფიქრდენ ,მანიუს ვერ გამოადგება
0
№7
ავტორი: batumski123
14 აპრილი 2019 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
აი ჩემი აზრით ლუკაკუ გასაშვებია ეს უფრო დაცვითი სტილის იგროკია და იტალიაში უფრო გაქაჩავს იკარდიში თუ გაიცვალა რა ჯობია მაგას
0
№8
14 აპრილი 2019 15:13
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: batumski123
იკარდიში თუ გაიცვალა რა ჯობია მაგას


არ ცვლიან, იკარდიში ვინ გაგიცვლის :დ ანუ ეგ იკარდი რეალში მიდის და მაგის შემცვლელად უნდათ ლუკაკუ.
0
№9
ავტორი: batumski123
14 აპრილი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
ჩემი აზრით უნდა ცადონ იკარფის ტრანსფერი თუ არადა მაინც მგონია რომ ლუკაკუ გასაშვებია და უფრო სხვანაერი ტიპის ფორვარდი არის მოსაყვანი უფრო მოძრსვი სწრაფი ტექნიკური

რომელიც გოლს შექმნის თავისი ინდვიდუალური მასტერ კლასით
0
№10
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2019 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
au ramdeni chorebi wava exlaa:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top