თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2019, 14:25
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1297,
კომენტარები: 15
პოგბას აგენტმა "რეალს" პირობები წაუყენა
პოგბას აგენტმა "რეალს" მისი კლიენტის ფასი დაუსახელა.
პოგბას აგენტმა
ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზე. 26 წლის ნახევარმცველს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ფრანგმა მადრიდულ კლუბში თამაშს ოცნება უწოდა.

ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც პოლ პოგბას აგენტის მინო რაიოლას სახელი ფიგურირებს. თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, რაიოლამ "რეალს" თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის პირობები აცნობა.

ფრანგის აგენტი ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს ითხოვს, რის შემდეგაც პოგბა მადრიდული გუნდის სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის იქნება. მისი სატრანსფერო ღირებულება კი, სავარაუდოდ, 100 მილიონი ფუნტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წელს, ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა. ამ ხნის მანძილზე 87 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლის გატანა მოახერხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მას "ეშმაკებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.
ჭორები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
14 აპრილი 2019 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7881
რაიოლა ფეხბურთს აფუჭებს...
0
№2
ავტორი: onlyred
14 აპრილი 2019 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
არვიცი ეს რას იზამს,მაგრამ მინიმუმ 2 ტოპ ცენტრი იყუდონ უნდა
+ მაკტომინეი და ფრედი და ეგაა

შეტევაში 2 კაცი მინიმუმ
და 3 მცველი
7 კაცის დამატება არ არის რთული.
აქედან 3 მაინც რომ იყოს ტოპ კლასის
0
№3
ავტორი: qamari
14 აპრილი 2019 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
პირადად ჩემი და თავის დროზე ფერგის აზრით ,მიუხედავათ უსაზღვრო ნიჭიერებისა და ჟილკისა ( მისი დაბრუნება მანიუში) უნდა გაუშვან ,ის ვერ გახდება ბოლომდე მანჩესტერელი
2
№4
ავტორი: dybbuk
14 აპრილი 2019 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1259
აი რაიოლას ვინ კითხავს თუ გუნდს აქვს გადაწყვეტილი რომ არ იყიდება, ეხა წავიკითხე გაუმჯობესებულ კონტრაქტს და კაპიტნის სამკლაურს უმზადებენო. ამას დამატებული ერიქსენისთვის ბრძოლაშიც ჩაერთო მანჩესტერიო და ვნახოთ აბა
1
№5
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7783
Visac wasvla unda kiar unda gaushva unda gaagdo wixlit Es ise zogadad vambob da Es yvelaferi kide didi shansia chori iyos da arc undodes pols wasvla
0
№6
ავტორი: stepno
14 აპრილი 2019 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4296
რაიოლამ რა პირობები წაუყენაა?? გუნდი წყვეტს თუ არ გაუშვეს რა პირობაც გინდა ის წაუყენოს მაგ მძღნერის ბოჩკამ :)
0
№7
ავტორი: giorgi_mg
14 აპრილი 2019 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1404
პრიბლემა გუნდში არის უამრავი, დწყ3ბული გუნდის ლიდერიდან (კაპიტანი) 10 იანი, მარვენა შემტევი, მარჯვენა მცველი, და ერთერთი მთავარი კარგი ნახევარმცველი, თუმცა აქ რაღაც პოზიტივები გამოჩნდა ფრედის და მაკტომინეის სახით, მაგრამ თუ ერერას ვუშვებთ და მატიჩიც ჩამოსაწერია მინიმუმ 1 კარგი მოსაყვანია.
მატაც მიდის ანუ კარგი10 იანი უჭველი საყიდელია, ეგ ჯერ კიდევ მაშინ უნდა გვექნა მოუმ ლეგენდა და გუნდის სული რუნი რომ გაუშვა.
ყველაფრზე რომ ვუფიქრდები მთავარ და პირველ პრობლემასთან მივდივართ ეგ არის ვუდვორდი, არასწორი გადაწყვეტილებების მთელი კასკადი...

და თუ ვინმეა შესაცვლელი პირველ რიგში ვუდვორდია და მერე დაიწყონ სწორი ანალიზი და გეგმების დასახვა
0
№8
ავტორი: lasha001
14 აპრილი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 121
bruno fernandeshze simartlea sheatanxmeso transferi? vinmem xom ar icit? magari bichia. rac sheexeba pogbas arafrit ar sheidzleba amis gashveba mas didi potenciali aqvs rom gaxtes lideri manchesteris. centr forvardi gvinda aucileblad kargi. nu dacvaze agar vsaubrob itxive shesacvlelia uechveli karoche didi fulis daxarjvaa sachiro da imedia es wuwki gleizerebi gamoyofen 300-400 limons.
0
№9
ავტორი: f.c.mu
14 აპრილი 2019 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 199
https://www.youtube.com/watch?v=oDQrA8BhSzk
0
№10
ავტორი: David_Beckham7
14 აპრილი 2019 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: dybbuk
აი რაიოლას ვინ კითხავს თუ გუნდს აქვს გადაწყვეტილი რომ არ იყიდება, ეხა წავიკითხე გაუმჯობესებულ კონტრაქტს და კაპიტნის სამკლაურს უმზადებენო. ამას დამატებული ერიქსენისთვის ბრძოლაშიც ჩაერთო მანჩესტერიო და ვნახოთ აბა

ერიქსენი ძანა მაგარი ოქნება მეგობარო მაგრამ ტოტენჰემი ძირითადად არ ყიდის კონკირენტ პრემიერ ლიგის გუნდებში ფეხბურთელებს. ან თუ გაყიდის ბევრად უფრო ძვირად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top