"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის გუნდი, მაიამის "ინტერი", გამოცდილი ფეხბურთელის შეძენას აპირებს.
როგორც ამერიკული და ბრიტანული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ფლორიდელები, "ეშმაკების" მარჯვენა მცველის ანტონიო ვალენსიას შესაძენად იბრძოლებენ. ძალიან დიდი ალბათობით, ეკვადორელი, 2019 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს "იუნაიტედს".
მაიამის "ინტერის" გარდა 33 წლის ფეხბურთელით ინტერესდებიან: "ვესტ ჰემი", ლონდონის "არსენალი", მილანის "ინტერი" და კიდევ რამდენიმე ამერიკული გუნდი.
შეგახსენებთ, რომ ამ ხნის მანძილზე ანტონიო ვალენსიამ "მანჩესტერ იუნაიტედში" 240 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.
ჭორები, ტრანსფერები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.