თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2019, 14:02
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1808,
კომენტარები: 10
სოლსკიაერის საინტერესო გეგმა - როგორ აპირებს ნორვეგიელი ოთხეულში მოხვედრას?
სოლსკიაერის გეგმა, თუ როგორ გაიყვანს "იუნაიტედს" ოთხეულში.
სოლსკიაერის საინტერესო გეგმა - როგორ აპირებს ნორვეგიელი ოთხეულში მოხვედრას?
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟოზე მოურინიომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალზედ არარეალური იყო. "ლივერპულთან" "ენფლიდზე" განცდილი მარცხის შემდეგ (3-1), პორტუგალიელი სპეციალისტის ადგილი, დროებით, ნორვეგიელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაიკავა.

"ეშმაკების" ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში, საოცრებების ჩადენა დაიწყო. ნორვეგიელმა თავკაცმა, ზედიზედ 12 შეხვედრაში, 10 გამარჯვება და 2 ფრე მოიპოვა. მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 შეხვედრა წააგო ("არსენალისა" და "ვულვზის" წინააღმდეგ) და გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში მოხვედრას აუცილებლად მოახერხებდა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ოთხეულში მოხვედრის შანსი, რთული, თუმცა ძალზედ რეალურია. თუკი საფეხბურთო პროგნოზისტები "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის მიღმა ტოვებდნენ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია.

მან ლონდონის "არსენალთან" დამარცხების შემდეგ (2-0), საკუთარი გეგმა დაისახა, თუ როგორ მოახერხებდა ოთხეულში მოხვედრას. სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდს დარჩენილ 8 შეხვედრაში 18 ქულა სჭირდება და აუცილებლად მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას. არავინ იცის თუ როგორი გათვლა გააკეთა ნორვეგიელმა, თუმცა ფაქტია, გულშემატკივრებს მისი ძალიან ჯერათ და სრულიად ენდობიან.

"მეთოფეების" შემდეგ იყო, "უოტფორდთან" გამარჯვება და "ვულვზთან" მარცხი. "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში დარჩენილი აქვს 6 შეხვედრა და შესაბამისად, სოლსკიაერის გეგმის მიხედვით, 15 ქულა სჭირდება. 15 ქულის მოპოვების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - 5 შეხვედრაში გამარჯვება. "ეშმაკებს" მხოლოდ ერთი მარცხის უფლება აქვთ, მათი დარჩენილი მატჩები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

13 აპრილი - "იუნაიტედი" : "ვესტ ჰემი"
21 აპრილი - "ევერტონი" : "იუნაიტედი"
24 აპრილი - "იუნაიტედი" : "სიტი"
28 აპრილი - "იუნაიტედი" : "ჩელსი"
5 მაისი - "ჰადერსფილდი" : "იუნაიტედი"
12 მაისი - "იუნაიტედი" : "კარდიფი"


როგორი გათვლა გააკეთა ნორვეგიელმა არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ მან გულშემატკივრებს ძალიან დიდი იმედი მისცა. მისი განცხადებით, დარჩენილ მატჩებში თუკი 15 ქულას მოიპოვებს, აუცილებლად მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოთხეულისთვის ბრძოლაში "იუნაიტედის" კონკურენტები არიან: ლონდონის "ჩელსი" (66 ქულა, 5 დარჩენილი მატჩი), "ტოტენჰემი" (64 ქულა, 6 დარჩენილი მატჩი) და ლონდონის "არსენალი" (63 ქულა, 6 დარჩენილი) მატჩი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2019 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს გათვლები და წინასწარი თვლა ქულების არ ვიცი, მაგრამ ყველა დარჩენილი თამაში მოსაგებია. სიტი და ჩელსი რთული მეტოქეები არიან, თუმცა ორივე თამაში სახლშია, რაც უპირატესობას გვაძლევს.
0
№2
ავტორი: giorgi_mg
13 აპრილი 2019 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მეეჭვება, ძალიან რთული ამოცანაა, კარგია რომ სიტისაც და ჩელისაც სახლში ვხვდებით.
წარმატებები ოლეს და მის ბიჭებს...
0
№3
ავტორი: ikeoni
13 აპრილი 2019 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დარწმუნებული ვარ რო ლიგაზე გავალთ რამდენი ქულა დაჭირდება არ ვიცი მაგრამ გავალთ am
0
№4
ავტორი: glory28
13 აპრილი 2019 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
სიტი ერთადერთი გუნდი არის როემლსაც წინაგმდეგობას ვერ გაუწევთ ასე მგონია დანარჩენი ყველა მოსაგებია ეგ არავინ არ იცის რამდენი ქულა გვინდა რადგანაც კონკურენტები მაგათაც აქვთ სათამაშო თან არსენალს 5 გასვლა აქვს სათამაშოდ აარსენალი გასვლაში რსაც შვება ყველამ კარგად იცის ტოტე კაეინი დაემტვრათ თან სიტისთან აგავსლა ძალიან უნდა გაუჭირდებს ამიტომ რეალური შანსწბი გვასვქს თან თითქმის გავრდნილ გუნდებთან გვიწევს ტმაშI და არ უნდა გაგვიჭირდებს ერთი ევრტონი ჩანს კერკეტი კაკალი
0
№5
ავტორი: datasta25
13 აპრილი 2019 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მაინც მოიხოდნენ სეზონის ბოლოს ჩელსი არსენალი რა,
ძალიან გაგვიჭირდება გასვლა, 15 ქულა გვჭირდება 18 თუ 12 არავინ იცის, კონკურენტებზეა ეგ დამოკიდებული, ფაქტია ყველგან მაქსიმუმი უნდა გააკეთონ მოსაგებად, შეიძლება ყველა მოვიგოთ და მაინც ვერ გავიდეთ, მოკლედ ვნახოთ კონკურენტებზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული
0
№6
ავტორი: 100%Red
13 აპრილი 2019 16:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
#მარსიალიძირითადში
0
№7
ავტორი: Malboro463
13 აპრილი 2019 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
15 ქულით გადიოდა რომ გეკითხა ოთხეულში საიდან დათვალა ან ვინ უთხრა რომ ყოფნიდა.
არსენალს გასვლით ყველა თამასში გოლი აქ გაშვებული 4 თამაში კიდე აქვს გასვლაზე და იმედია გატეხავს რომელიმეს ვულვზი,უოტფორდი ან ლესტერი მაინც დაკარგვინებს ქულებს. დანარჩენი კიდე ჩვენზეა დამოკოდებული ჩელსის თუ ვერ მოვუგებთ დასრულდება ყველაფერი
0
№8
ავტორი: shotkin
13 აპრილი 2019 18:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
15 ქულით გადიოდა რომ გეკითხა ოთხეულში საიდან დათვალა ან ვინ უთხრა რომ ყოფნიდა.
არსენალს გასვლით ყველა თამასში გოლი აქ გაშვებული 4 თამაში კიდე აქვს გასვლაზე და იმედია გატეხავს რომელიმეს ვულვზი,უოტფორდი ან ლესტერი მაინც დაკარგვინებს ქულებს. დანარჩენი კიდე ჩვენზეა დამოკოდებული ჩელსის თუ ვერ მოვუგებთ დასრულდება ყველაფერი

პირველად არ ხდება რო მწვრთნელი გამოდის და ეგეთ რამეს ამბობს რო ჩვენ გვჭირდება ვთქვატ ესა და ეს ქულა მიზნის მისაღწევად ეგრე ხშირად ამბობდა ფერგიც რო ჩემპიონობისთვის მაგალითად 85 დან 90 ქულამდე გვჭირდებაო და ეტყობა თვლიან :))
0
№9
ავტორი: Malboro463
13 აპრილი 2019 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: shotkin

პირველად არ ხდება რო მწვრთნელი გამოდის და ეგეთ რამეს ამბობს რო ჩვენ გვჭირდება ვთქვატ ესა და ეს ქულა მიზნის მისაღწევად ეგრე ხშირად ამბობდა ფერგიც რო ჩემპიონობისთვის მაგალითად 85 დან 90 ქულამდე გვჭირდებაო და ეტყობა თვლიან :))

კი ითვლიან მარა რაც გყოფნის იმა ამბობენ ანან კიდე არსენალთან თამაშამდე გამოითვალა მარა არალოგიკური იყო
0
№10
ავტორი: LASHQARA
13 აპრილი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ერთი რაც ვიცი ჩელსისთან მოგება გვინდა, მაგრამ ფრეზეც გვექნება შანსები უეჭველი, სიტისთან რომც წავაგოთ, დანარჩენებთან გამარჯვების შემთხვევაში, შევალთ ოთხეულში, ტოტენჰემი და არსენალი არაა ყველაფრის მომგები და არც ჩელსი... am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top